სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის თარიღი ცნობილია
05-06-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართება. 

მასში 2017-2018 სასწავლო წლის გამარჯვებული „ეტალონი მოსწავლეები“ მიიღებენ მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ინტელექტუალურ კონკურსებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები ჩაერთვნენ.  

კონკურსის პირველი ეტაპი სკოლებში ტესტირებების სახით ჩატარდა. მეორე ტურში ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები გადავიდნენ. მეორე ეტაპზე „ეტალონის“ შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილზევე გამოავლინა „ეტალონი მოსწავლეები“.  

ფინალური შოუ-კონკურსი ინტელექტ-ჩემპიონატის მესამე ეტაპია და ყველა ქალაქის/მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეებს“ შორის 2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდება.

იხილეთ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის მონაწილეები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება