სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რესურსების გამოფენა გაიმართა
15-06-2018
-
+


თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო გამოფენა გაიმართა.

გამოფებაზე კათედრების მიხედვით წარმოდგენილ იყო 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები და რესურსები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სხვადასხვა რესურსის შესახებ მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს.

„სწავლების თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის წარმართვაში. მოსწავლეები თავად ქმნიან სქემებს, პოსტერებს, ტაბულებს, ხელსაწყოებს, საპრეზენტაციო მასალებს. მათ მიერ შექმნილი რესურსებით ისინი გვიზიარებენ თავიანთ აღმოჩენებს შესასწავლი მასალის შესახებ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

გამოფენას ფოთის რესურსცენტრის და  ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

გამოფენა სკოლასთან არსებული მოსწავლეთა გუნდის კონცერტმა დაასრულა. გუნდი, რომელსაც დარეჯან ჩოჩია ხელმძღვანელობს, მეხუთე წელია წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში.

სკოლის დირექცია პედაგოგებს და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება