სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობელი გაკვეთილზე“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის საინტერესო აქტივობა
15-11-2024
-
+


 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, კი სკოლაში, მე-8 კლასის დამრიგებლის - ირმა წითაძის ინიციატოვით, მშობელთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზების ფარგლებში, ჩატარდა აქტივობა -„მშობელი გაკვეთილზე“, სადაც  გაიმართა პრეზენტაცია ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ თემაზე - „სწრაფი მოდა თანამედროვე მსოფლიოში“.

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში მიიწვიეს - თამთა ცინცაძე - ხელოვნების დოქტორი და პროფესორი - ამავე სკოლის მშობელთა თემის წარმომადგენელი.

შესავალ ნაწილში, მოდერატორმა, მოსწავლეებს  განუმარტა სწრაფი მოდის ცნება: რა არის სწრაფი მოდა და როდის დაიწყო მისი განვითარება.

ახსნა სწრაფი მოდის პოპულარობის მიზეზები. პრეზენტაციის მიზანი, თემის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპებს მოიცავს  სწრაფი მოდის ბრენდების სტრატეგია (მინიმალური წარმოების დრო, ბიუჯეტური პროდუქცია). პროდუქციის მასშტაბი და გამოშვების სიხშირე. 

ისაუბრეს ცნობადი ბრენდების შესახებ,  რომლებიც იყენებენ ამ ტიპის მოდელს (მაგ., Zara, H&M, Shein და სხვ.).

მოდერატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებზე, როგორიც არის:  რესურსების მაღალი მოხმარება, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ნარჩენების წარმოქმნა, რაც იწვევს ეკოლოგიურ გარემოზე უარყოფით გავლენას. 

თამთა ცინცაძის დახმარებითა და კონკრეტული კითხვების დასმით, მოსწავლეებმა განსაზღვრეს მომხმარებლის როლი, ჩვევები, დამოკიდებულება და სწრაფი მოდის პროდუქციის მოხმარების ტენდენციები.

მოსწავლეებმა სტუმართან ისაუბრეს ეკომეგობრულ და ეთიკურ ბრენდებზე. 

დასკვნისას შეაჯამეს ძირითადი საკითხები: 

როგორ შეიძლება, შეიცვალოს დამოკიდებულება მოდის მიმართ;

როგორ შეიძლება მომხმარებელმა გააკეთოს ეკომეგობრული არჩევანი სწრაფი მოდის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

ამგვარი  ნარტივით პრეზენტაცია და კოლაბორაცია ხელს უწყობს  აქტუალური და უმნიშვნელოვანესი სიახლეების გაცნობას მოსწავლეებში. ავლენს მათ დადებით და უარყოფით ასპექტებს. მოსწავლეებში აჩენს ინტერესს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიმართ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება