| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ლამაზად, დეკორაციებითა და საშემოდგომო ნობათით მორთულმა საკლასო ოთახმა მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
„სკოლაში შემოდგომის ერთი დღე გალამაზდა შემოდგომის ფერებით, საშემოდგომო ნობათითა და რაც მთავარია თათარაში ამოვლებული კაკლის ასხმებით. საშემოდგომოდ მორთული გარემო კი მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე დასამახსოვრებელი, საინტერესო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება