| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლე ივერი პაპიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასელს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლეს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„დანისპარაული საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს - ივერი პაპიძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის კომპიუტერით დაჯილდოებას.
მადლობა, საქართველოს განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის. ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კომპიუტერების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება