სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიკეთით სძლიე შენსა მტერსა“ - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში 
15-11-2024
-
+


8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ - ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლე-მასწავლებელმა ეს დღე იზეიმეს. 

8 ნოემბერს ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა სლოგანით - „სიკეთით სძლიე შენსა მტერსა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ქამადაძე. 

მან შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც საქართველო რუსეთის დამპყრობლურ იმპერიულ  რეჟიმს ებრძოდა, რომლებიც ცდილობდნენ ამოეძირკვათ ყოველივე ქართული, ერს მხსნელად დიდი ილია მართალი მოევლინა და მთელი ნახევარი საუკუნე მოანდომა ამ მანკიერებისაგან საქართველოს გაწმენდას...

ილია- დიდი მოაზროვნე, პოეტი, პრწყინვალე პუბლიცისტი, ორატორი, არაჩვეუელებრივი  ისტორიკოსი, ფინასისტი, შესანიშნავი ორგანიზატორი... 

მაყურებელი მოიხიბლა ილიას სულში ჩამწვდომი ლექსებით, გენიალური გამონათქვამებით, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.

ნაჩვენები იყო ძალიან ემოციური კადრები ილიას სიკვდილისა, მსახიობ თოლორდავას მონაწილეობით, ფილმის ეკრანიზაციაში...

იყო შეკითხვები: ბიოგრაფიიდან,  შემოქმედებიდან, დამსწრე პედაგოგებმა მხატრულად წაიკითხეს სტროფები ილიას ლექსებიდან. საღამო დასრულდა ღრმა რწმენით, რომ ილიას ერი აუცილებლად მიაღწევს მიზანს, რომ „აღმობრწყინდა მზე დიდებულადა და ყოველს ბინდსა ის განანათებს“. 

ბოლოს ღონისძიება სიმღერის -„ჩემო  კარგო ქვეყანავ“ ფონზე დასრულდა .

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება