სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU-ში საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა
08-11-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ პირველი საჯარო ლექცია თემაზე  – „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხა.

გიორგი ხუბუამ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორის თქმით, KIU ახალგაზრდებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს, რაც მათ ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე უნიკალური გამოცდილება დააგროვონ.

პირველ საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა იმერეთის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება