სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს მოსწავლის ოთახში
09-11-2024
-
+


მოსწავლის ოთახის მოწყობისთვის გასათვალისწინებელია თავად ბავშვის ინტერესები და მოთხოვნები. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ოთახის მოწყობისას, აუცილებელია მათი მონაწილეობა და ჩართულობა. ეს ერთი მხრივ, ბავშვებს სწავლის მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს. მშობლების ასეთი მიდგომით, ბავშვს შეუყვარდება თავისი ოთახი. ეს იქნება ადგილი, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სინათლე, ჰაერი, კომფორტი ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ბავშვის პიროვნებას მოერგოს. 

რვეულები, კალმები, ფურცლები, ფანქრები, საშლელი, ფერადი ფანქრები - ეს მცირე ჩამონათვალია, იმ აუცილებელი ნივთებისა, რომლებიც ბავშვის სამეცადინო ოთახში უნდა იყოს. თუმცა ამათ გარდა, საინტერესოა, როგორ უნდა მოვაწყოთ მოსწავლის ოთახი და რა აუცილებელი ნივთებია საჭირო?

მაგიდა და სკამი

საწერი მაგიდა და კომფორტული სკამი აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ სრულყოფილად შეასრულოს დავალებები. ის ასე მეტად კონცენტრირებული ხდება დავალებებზე. საწოლზე მეცადინეობის დროს კი ბავშვებს ძილიანობა ეწყებათ. 

მაგიდის სანათი

განათება ოთახში ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია. იმისთვის, რომ ბავშვს მხედველობა არ დაუზიანდეს, აუცილებელია სწორი განათება და შესაბამისი მაგიდის სანათის შერჩევა.

საათი

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ საათი ბავშვის ოთახში არ უნდა იყოს, რადგან ის ყურადღებას უფანტავს მას. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, სინამდვილეში საათის მეშვეობით ბავშვი დროის სწორად განაწილებას სწავლობს. 

დაფა და მარკერი

პატარა დაფა მოსწავლის ოთახში აუცილებელია, რადგან ის ბავშვს საკლასო ოთახში დაფასთან გასვლის შიშის დაძლევაში ეხმარება.

პატარა გლობუსი​ და რუკა

გლობუსებითა და რუკის მეშვეობით ბავშვს გეოგრაფიის სწავლა გაუმარტივდება. თვალი ბევრ რამეს იმახსოვრებს და აღიქვამს - ამბობენ ფსიქოლოგები.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება