| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ხელოვნების კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები დაგეგმეს და განახორციელეს.
სკოლაში ნახატების გამოფენა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება პედაგოგებმა ხათუნა გოგილიძემ, შორენა კოკოლაშვილმა და ნინო მუმლაძემ გაუწიეს.
კვირეულის ფარგლებში VIII -IX კლასის მოსწავლეებმა 80-იან წლებში თბილისის „დინამოს“ მიღწევებზე ისაუბრეს. აქტივობას პედაგოგი ალექსანდრე ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში ასევე II-V კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი ხატვა მოეწყო. აქტივობა პედაგოგების ხათუნა გოგილიძის და შორენა კოკოლაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
V კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა მაია კურტანიძემ ხელოვნებაში საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა.
III კლასის აღსაზრდელებმა კი, მასწავლებლების ნათელა მელაძის და მანანა მოდებაძის ხელმძღვანელობით, მაყურებელს მიუზიკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ წარუდგინეს.
კვირეული სპოტრის გაკვეთილმა დაასრულა, რომელიც IV კლასში პედაგოგმა ნონა ნადაშვილმა ჩაატარა.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება