სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელ გაკვეთილზე, ემიგრანტობის მწარე ხვედრი​ საინტერესოდ წარმოადგინეს
28-10-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამის ნათელი მაგალითია 24 ოქტომბერს სკოლაში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი მარეხი ნიქაბაძე ხელმძღვანელობდა. 

თემატური ერთეულის სახელწოდება იყო „ფესვები“, თემა - მშობლიური სამყარო.

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები, რომლებშიც კარგად ჩანდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის - „მიწის ყივილის“ და ქართული მხატვრული ფილმის - „ფესვების“ ურთიერთმიმართება.

მოსწავლეების მიერ, პროდუქტის შექმნის პროცესში, გათვალისწინებული იყო პრეზენტაციის სტრუქტურა, ვიზუალური მხარე, მიმართება ჟანრებს შორის. მათ გამოკვეთეს პერსონაჟთა შინაგანი სამყარო, ფასეულობები, მე-20 საუკუნის საქართველოს რეალიები, გაიხსენეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებები, წაიკითხეს სტროფები საყვარელი ლექსებიდან, იმსჯელეს ემიგრაციის თანმდევ პრობლემებზე. ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობის დროს, მოსწავლეებმა გამოიყენეს მრავალფეროვანი რესურსები.

„გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ემიგრანტობის მწარე ხვედრი ემოციურად, ტკივილით და სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის გამოხატვით წარმოაჩინეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა, თემის ინტერესი და აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება