სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ითხვისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა 
28-10-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში პირველი საანბანო გაკვეთილი - „აი ია“ ჩატარდა. პატარებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, „ლურჯთვალა“ იები გააფერადეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და „აი ია“ დაწერეს. 

მოსწავლეები აქტივობებში პედაგოგის - მაყვალა ნოზაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

„განსაკუთრებული დღე იყო პირველკლასელებისათვის. მოსწავლეები გაბრწყინებული თვალებით შეეგებენ ანბანის შემობრძანებას. ლამაზ გარემოში გაეცნენ ჯადოსნურ გასაღებს „აი ია“-ს,რომელიც იაკობ გოგებაშვილმა ქართული ენის ოქროს სკივრს მოარგო. მათ დედაენის შექმნის ლეგენდა მოისმინეს.

გილოცავთ პატარებო, ანბანის სწავლის დაწყებას, გისურვებთ უამრავ წარმატებას და წინსვლას თითოეულ პირველკლასელს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება