სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით გურიას სტუმრობდნენ
21-10-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასა და  შერწყმულ ყუმისთავის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას - რეალურად ნახონ ის, რასაც წიგნებში კითხულობენ. 

„საოცნებო თავგადასავლები დაიწყო!“, - ამ შემართებით, მოსწავლეებმა მშობლების მხარდაჭერითა და მასწავლებელთა თაოსნობით მოაწყვეს ექსკურსია.

„ცა ვარსკვლავებმა დაყურსეს და ზეცა ქედებს შერთვია,
ერთია მზე და სამშობლო,მიწაც და ზეცაც ერთია,
მზე მთაზე ფეხებს აითრევს,დარჩენა ისე სწყურია,
სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია!“, - ამ იდეით, მოსწავლეებმა შემოიარეს „სიცოცხლის სამოსახლო პატარა გურია“. 

ბავშვებმა მოინახულეს ჯიხეთის დედათა მონასტერი, ესტუმრნენ გამორჩეულად საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, ასევე ბავშვებმა ნაბეღლავის ქარხანა ნახეს.

„ჩვენი მოგზაურობა ბახმაროს შეასასვლელში ველზე  დასრულდა!“, - აღნიშნავენ სკოლაში, რომლის მოსწავლეები ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება