სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ - საინტერესო ღონისძიება სიონის საჯარო სკოლაში
18-10-2024
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამის დასტურია, საინტერესო ღონისძიება, სახელწოდებით  - „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. 

ღონისძიება სკოლაში 11 ოქტომბერს გაიმართა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა საბა მელისკაურმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის მფლობელია, XI კლასის მოსწავლესთან ნიკოლოზ ბუჯიაშვილთან ერთად დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების სტრატეგიები და მიდგომები, ასევე ის აქტივობები, რომლებიც მოსწავლე-მასწავლებელმა პოემის სწავლების პროცესში ერთობლივად განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ლალი ბუწანკალური, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი ზვიადაური.

დაბა სიონის საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელი და მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდნენ.  საბა მელისკაურისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა სკოლას და ნიკოლოზ ბუჯიაშვილს.

„მადლობას ვუხდით დამსწრე საზოგადოებას ყურადღებისა და დაფასებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება