სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ
17-10-2024
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზეც აისახება. 

აღსანიშნავია, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაეთ წარმატებას აღწევენ. ამჯერადაც, სკოლაში საზეიმო განწყობაა, რადგან მოსწავლეთა გუნდი ჭადრაკში, საქართველოს პირველი სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ პრიზიორია. 

მოსწავლეებმა - ილია ერაძემ, ალექსანდრა ძინძიბაძემ, ბარბარე ლომიძემ და ალექსი ხუციშვილმა მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

პრიზიორები მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ - ნონა გაფრინდაშვილმა, განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა სახლის დირექტორმა და ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა დააჯილდოვეს. 

„ისტორიული გამარჯვება! საჩხერე, ამ შემთხვევაში როგორც რეგიონის ჩემპიონი, მთელ იმერეთს წარმოადგენდა. მოსწავლეებმა, დაძაბულ ორთაბრძოლებში, ჩვენი ქვეყნის 12 რეგიონის ჩემპიონებს შორის, საპრიზო გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს.

ვულოცავთ და მადლობას ვუხდით ამ დიდი ბედნიერების მონიჭებისთვის ჩვენს ნორჩ მოჭადრაკეებს, მათ მშობლებს, სკოლას, მის დირექტორს - ირმა კაპანაძეს, ამ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებს: ნაზი არსენაძესა და ნანა ცუხიშვილს, საჩხერის სასპორტო სკოლას (დირექტორი კახა ლაშხი), სპორტსკოლის ჭადრაკის სექციის მწვრთვნელებს: კობა გაფრინდაშვილსა და გელა მაჭარაშვილს, საჩხერელ ქომაგებს და ყველა გულშემატკივარს! ასევე განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება ჩვენგან საჩხერეში ჭადრაკის განვითარების დიდ  მხარდამჭერებს: გერმანიის წლის საუკეთესო მწვრვთნელის ტიტულის სამგზის მფლობელ, ბრემენის ვერდერის საჭადრაკო კლუბის მთავარ მწვრვთნელს, საერთაშორისო ოსტატს - დავით ლობჟანიძესა და საჭადრაკო სკოლა „ლაზიერის გამბიტის“ დირექტორს, საერთაშორისო ოსტატს - მადონა ბოკუჩავას! გილოცავთ ყველას!

ეს ერთი და სხვა მრავალი!“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჭადრაკის პედაგოგი კახა სამყურაშვილი გახლავთ, რომელსაც მოსწავლეთა წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიმარჯვეს მოსწავლეებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება