სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრში ვორქშოპი მოეწყო
17-10-2024
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას, ახალი გამოცდილების მიღებასა და გაზიარებას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტში“, რომლის ფარგლებშიც სკოლა აგრძელებს აქტივობების სერიას.

ერთ-ერთი აქტივობა კი - „პრაქტიკის საზოგადოების შექმნა“, გახლავთ. 

2024 წლის 25 სექტემბერს კი, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის ინიციატივით, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაიგეგმა და მოეწყო ვორქშოპი პარტნიორი სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების მონაწილეობით, რომელსაც უძღვებოდა სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია.

სკოლა ვორქშოპზე წარადგინეს მასწავლებლებმა: ცოტნე გვაჯაიამ და ჟანა ბელქანიამ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში სკოლებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა, კურიკულუმის კომპონენტების გაძლიერება, სწავლისა და სწავლების ხარისხის ხელშეწყობა მოსწავლის პროგრესზე დაკვირვებით.

შეხვედრას მასპინძლობდა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი ხელმძღვანელი მამუკა ბულია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და პოზიტიური პრაქტიკის გაზიარების საქმეში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება