სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ებრძვიან მოსწავლეები სიზარმაცეს?
20-10-2024
-
+


სიზარმაცეს, როგორც წესი, მოტივაციის ნაკლებობასთან აკავშირებენ. შესაძლოა, ბავშვი ძალიან ნიჭიერი და სხარტი აზროვნების იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ მეცადინეობა, ან რაღაცის გაკეთება ეზარება, ბევრ დროს ფლანგავდეს. თუმცა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლითაც ბავშვები სიზარმაცეს უმკლავდებიან.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი ნაცადი მეთოდები სკოლის მოსწავლეებმა გავგვიზიარეს. 

„ზოგადად, მგონია, რომ ყველა ბავშვს ეზარება სინამდვილეში მეცადინეობა. არავინ თქვას, რომ მსგავსი მომენტი ცხოვრებაში არ ჰქონია. მეც ხშირად შემომიტევს ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, თავს როგორმე ძალა დავატანო, ავდგე და მეცადინეობა, ან ჩემი ნივთების დალაგება დავიწყო. ისე, ფსიქოლოგებისგან მსმენია, რომ ასეთ დროს 5 წუთი არაფერი უნდა აკეთო, მაგრამ მე სხვანაირად ვარ, რადგან თუ ასე მოვიქცევი მერე უარესად დამეზარება. სწორედ ამიტომ, როცა ვატყობ, რომ რაღაცის კეთება მეზარება, მაშინვე ვდგები და ვიწყებ საქმის კეთებას, ან მეცადინეობას“, - ამბობს მე-9 კლასელი ნინი.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საკუთარ თავს ზარმაც ადამიანად არ მივიჩნევ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მეც მაქვს ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მართლა ყველაფრის კეთება მეზარება. განსაკუთრებით კი მეცადინეობა. ასეთ დროს, პირველი ნახევარი საათი საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას, რომ მართლა დავისვენო და უბრალოდ არაფერი ვაკეთო, შემდეგ კი ნელ-ნელა ვიწყებ იმის კეთებას რაც ყველაზე მეტად მომწონს, ან ვიწყებ ის საგნის მეცადინეობას, რომელიც მიმარტივდება და მიყვარს. ასე, ნელ-ნელა მოტივაცია მეძლევა. ასევე ვცდილობ, პოზიტიურად ვიფიქრო, რომ რაც მალე მოვრჩები მეცადინეობას, მით უფრო მეტი დრო მექნება გასართობად. ეს მეთოდი მე პირადად ძალიან მეხმარება“, - აღნიშნავს მე-10 კლასელი საბა.

„მგონია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ჩემზე ზარმაცი ადამიანი და რაც თავი მახსოვს სიზარმაცესთან ბრძოლაში სულ ვმარცხდები, თუმცა მაინც ვიპოვე რამდენიმე გზა, რაც ცოტათი მაინც მეხმარება, სიზარმაცის დაძლევაში. მაგალითად თუ მეცადინეობა მეზარება, სულ მოდის ფიქრები, 5 წუთიც და ავდგები, გადის 5 წუთი და მერე ვზრდი დროს, 10-იც და ავდგები და ეს ასე უსასრულოდ იწელება, ერთხელაც, როგორც კი გადავწყვიტე მეცადინეობა, ჩემი წარუმატებელი მეთოდები დავივიწყე და იმ წამსვე ავდექი, ანუ საქმე არ გადავდე და გაამართლა, მამა სულ მეუბნებოდა გადადებული საქმე ეშმაკებისაა და მართალი ყოფილა“, - ამობს მე-11 კლასელი ანა.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება