სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სად მუშაობენ ყველაზე ბედნიერი მასწავლებლები და რით განისაზღვრება მათი კმაყოფილების დონე?
02-11-2024
-
+


მასწავლებლებისთვის ბედნიერება შეიძლება წვრილმანებში იმალებოდეს. ბევრი პედაგოგისთვის მოსწავლეების სიტყვებს, წარმატებასა თუ პატივისცემას სიხარული მოუტანია. 

თუმცა, გარდა ამისა, არის მაჩვენებლები, რაც მასწავლებლების კმაყოფილების დონეს განსაზღვრავს. ესენია ანაზღაურება, სამუშაო პირობები, კარიერული შესაძლებლობები და ა.შ. ყოველწლიურად, მსოფლიოში სხვადასხვა კვლევა ტარდება, რითაც მასწავლებელთა კმაყოფილების დონე დგინდება. 

Preply-ის ახალი კვლევის თემა მთელ მსოფლიოში მასწავლებლების ხელფასები, შესაძლებლობები და კმაყოფილების მაჩვენებლებია.

საშინაო დავალების გვიან საღამომდე გასწორება, კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელობა - ეს ყველაფერი ზოგჯერ, სამსახური და პროფესია კი არა, ცხოვრების წესი ხდება. იმ დატვირთვის ფონზე, რასაც პედაგოგები ყოველდღიურად უმკლავდებიან, საინტერესოა, თუ რამდენია მათი ანაზღაურება, რამდენად კმაყოფილები არიან და რა ახალი შესაძლებლობები აქვთ ხოლმე. 

ორგანიზაცია Preply-მ მასწავლებელთა კმაყოფილების გლობალური მაჩვენებლებიც გამოიკვლია. 

პედაგოგების ანაზღაურებისა და სამუშაო შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათთვის საუკეთესო ინგლისურენოვანი ქვეყნების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია. ამავდროულად, კვლევის მეორე ნაწილში, ბედნიერებისა და კმაყოფილების მაჩვენებლების გათვალისწინებით, მოწინავე ადგილებს კანადა, მექსიკა და ავსტრია იკავებენ. 

ყოველივედან გამომდინარე, რომელი ინგლისურენოვანი ქვეყანაა მასწავლებლებისთვის საუკეთესო? გასაკვირი სულაც არ არის, რომ ასეთია კანადა, რომელიც პირველ სამეულში შეფასების ორივე კრიტერიუმის მიხვედვით მოხვდა. მას მოჰყვება ავსტრალია, ხოლო სინგაპური (ის როგორც ანაზღაურებით, ასევე შესაძლებლობებითა და კმაყოფილების მაჩვენებლით, მე-5 ადგილზე გავიდა) სამეულს ასრულებს.

ეს არის დიდი სურათის მოკლე ისტორია, მაგრამ რეალურად, მაინც რას სთავაზობენ კონკრეტული ქვეყნები მასწავლებლებს? 

კვლევაში მონაწილე 42 ქვეყნის მონაცემების გათვალისწინებით, წელიწადში მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 30,258 დოლარია.  

მთლიან წლიურ ხელფასს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ კანადელი მასწავლებლები ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან. მათი საშუალო წლიური ხელფასი - 70,331.06 აშშ დოლარი, საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მეტია. ავსტრალიელები მეორე ადგილს იკავებენ. მათი ანაზღაურება, საშუალოდ, 54,022 დოლარი გახლავთ. ამ ქვეყნის მეზობელი ახალი ზელანდია კი მესამე ადგილზე გავიდა. იქ მასწავლებლებს წელიწადში, საშუალოდ, 52,698 დოლარის უხდიან. 

აქვე უნდა ითქვას, რომ მთლიანი წლიური ხელფასი ერთადერთი ფაქტორი არაა, რომელიც ცხოვრების ხარისხის განხილვისას გასათვალისწინებელია. აქ საკითხი კიდევ ასე დგას - კონკრეტულ ქვეყანაში მასწავლებლის ანაზღაურება ამავე ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან რა მიმართებაშია. სწორედ ესაა გასათვალისწინებელი - ისე არ აღმოჩნდეს, რომ პედაგოგის ხელფასი, სხვებთან შედარებით, დაბალია. მაგალითად, ევროპულ ქვეყანაში - პორტუგალიაში მასწავლებელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე  78%-ით მაღალია. ასე რომ, პორტუგალიაში უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე კანადაში, სადაც 67%-იანი სხვაობაა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება