სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ შეუძლია მასწავლებელს სწავლის განსხვავებული მიდგომების ერთ გავკეთილზე გამოყენება?
14-10-2024
-
+


იმისთვის, რომ მოსწავლეები დააინტერესონ, გააქტიურონ ან თუნცად, ყურადღების მოკრებაში დაეხმარონ, მასწავლებლები სხვადასხვა მეთოდსა თუ მიდგომას იყენებენ.

ბევრი მათგანისთვის გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ საკითხის ახსნასა და დავალების გამოკითხვას არ ნიშნავს. პედაგოგები ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ მათი გაკვეთილები მონოტონური არ იყოს, მოსწავლეებს დასწრება სიამოვნებდეთ და თუნდაც, წლების შემდეგაც ახსოვდეთ.

თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო რთული ხდება, ადამიანის ყურადღება რამით მიიპყრო და გააოცო. სკოლაშიც, სადაც უახლესმა ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტლექტმა ფეხი მოიკიდა, თითქოს მოსწავლეთა მოთხოვნები და ინტერესებიც გაიზრადა. ამ დროს, აუცილებელი ხდება, რომ პედაგოგმა მათ ფეხი აუწყოს და როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე, პულსზე ხელი ეჭიროთ.

შესაძლოა, მასწავლებლების ნაწილი გაკვეთილებს, წლების განმავლობაში, ერთი და იმავე მეთოდით ატარებდეს და არაფერი შეცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს, მოსწავლეებს არაეფექტურად ასწავლის. პირიქით, შესაძლოა, მისი მეთოდები ბავშვებთან ჭრის და მიდგომას წლები ამიტომაც არ ცვლის. ამის საპიროსპიროდ კი, არიან პედაგოგები, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველ დღე ცდილობენ, რომ რაღაც ახალი დანერგონ და შეისწავლონ.

ამჯერად, სწორედ მსგავს შემთხვევებზე ვისაუბრებთ. საინტერესოა, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელმა სხვადასხვა მიდგომა ერთი გაკვეთილის განმავლობაში გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოვიძიეთ და პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ მარტივია - ყველა მოსწავლე ხომ განსხვავებულია. მათ პედაგოგები ინდივიდუალურად უდგებიან და ბავშვების საჭიროების მიხედვით მოქმედებენ. შესაბამისად, თუ ერთ მოსწავლესთან მეგობრული დამოკიდებულებაა საჭირო, ხოლო რომელიმე მეორესთან მხოლოდ აკადემიური საუბარი - ამას მასწავლებლები აბალანსებენ.

აქვე, ისინი სწავლების სხვადასხვა მეთოდსაც იყენებენ. მაგალითად, გაკვეთილი შეიძლება ახალი მასალის ახსნით დაიწყოს, თუმცა შემდეგ მასწავლებელმა საინტერესო პრეზენტაცია გამართოს და ისეთ საკითხებს შეეხოს, რაც წიგნში არ წერია. ამით მოსწავლეები მეტად ინტერესდებიან. ასევე, იმავე გაკვეთილზე შესაძლოა დებატებიც გაიმართოს. ამ დროს, პედაგოგმა მოსწავლეები ჯგუფებად უნდა დაყოს, შემდეგ მათ ლოტოტრონის პრინციპით უნდა გაუნაწილოს როლები და უთხრას, კონკრეტული საკითხის მომხრეებად პოზიციონირებდნენ თუ მოწინააღმედეგეებად. ასე გამოვა, რომ გაკევთილში არაფორმალური აქტივობების ადგილიც ჭარბად იქნება.

მოსწავლეებს სხვადასხვა ნამუშევრის მომზადებაც ძალიან მოსწონთ, ამიტომაც გაკვეთილზევე სთხოვეთ, რომ მაგალითად, 10 წუთში კონკრეტულ საგაკვეთილო თემას ნახატი მიუძღვნან. ასევე, შეგიძლიათ, რომ ადგილი მათი თავისუფალი აზრისთვისაც გამოყოთ, ამ შემთხვევაში, წერილობითი კომუნიკაცია იგულისხმება. კარგი იქნება, თუ ფანტაზიას გასაქანს მისცემენ და დაწერენ იმას, რასაც ფიქრობენ.

მსგავს აქტივობებს გაკვეთილზე არაერთი მასწავლებელი იყენებს. მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ მოსწავლეები ძალიანაც არ გადაიტვირთონ. ამას კი პედაგოგები თავად აბალანსებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება