სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

უფროსკლასელებმა რომ უკეთ გამოიძინონ, დანიაში სკოლების ნაწილი გვიან იწყება
20-10-2024
-
+


ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების მზარდი ინფორმირებულობის ფონზე, დანიის დაახლოებით 20-მა სკოლამ, ორწლიანი საცდელი პერიოდის შემდეგ, სწავლის დაწყების დრო შეცვალა. 

ალბათ, ყველა ადამიანს, ვისაც სკოლაში უვლია, ახსოვს, როგორ უჭირდა დილით, პირველ გაკვეთილებზე სიფხიზლის შენარჩუნება. დანიის სკოლების გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 15 წლის დანიელ მოსწავლეს - რასმუსს ღამით დაძინება უჭირდა და სკოლაში ხშირად გამოუძნებელი მიდიოდა. „ბევრს ვწრიალებ და შეიძლება 2 საათის განმავლობაშიც კი ვერ დავიძინო“,- თქვა მან Euronews Health-სთან საუბრისას. 

დანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ძილის ექსპერტები ამბობენ, რომ მოზარდებს მოზრდილებისგან განსხვავებული ცირკადული რიტმი აქვთ და სკანდინავიურ ქვეყანაში მოზარდებს საკმარისად არ სძინავთ. 

კოპენჰაგენის კვლევითი ფონდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, მოზარდებს დღეში რვიდან ათ საათამდე უნდა ეძინოთ, მაგრამ დღეს 15 წლის ახალგაზრდების თითქმის 60%-ს ამაზე ნაკლები დროით სძინავს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს როგორც სხეულის ცვლილებებით, ასევე საღამოს ეკრანების გამოყენებითაა გამოწვეული. 

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონები - მელატონინი და კორტიზოლი მოზარდებში უფრო გვიან გამოიყოფა. სწორედ ეს აფერხებს ღამით ჩაძინებას და დილით გამოფხიზლებას.

„თუ თინეიჯერ ქალიშვილს საღამოს 10 საათზე დასაძინებლად წასვლას სთხოვთ და ის იტყვის, ჯერ არ მეძინებაო, შესაძლოა მართლაც ასეა. ასე რომ, მოზარდების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები სკოლის სისტემას არ შეესაბამება. სისტემა მათ სკოლაში დილით ადრე წასვლას სთხოვს“, - განუცხადა Euronews Health-ს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა კატრინ ვიმელმანმა.

უძილობამ შეიძლება უბედური შემთხვევების რისკი გაზარდოს, ასევე კონცენტრაციის გაძნელება, სტრესისა და დეპრესიის განვითარება გამოიწვიოს. 

ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მზარდი ცნობიერების ფონზე, დანიის რამდენიმე სკოლამ სწავლის დაწყების დროის შეცვლა 2023 წლის ზაფხულიდან სცადა. 

2022 წელს, რასმუსის სკოლამ, რომელიც დასავლეთ დანიაში მდებარეობს, 13-დან 16 წლამდე (დანიური მე-7 - მე-9 კლასები) მოსწავლეების გაკვეთილებზე დაშვება დილის 8:10-ის ნაცვლად, 9 საათზე დაიწყო.

დადებითი შედეგები

„მათ უკეთესად, უფრო დიდხანს სძინავთ. ახლა, რეალურად, მეტი ენერგია აქვთ არა მხოლოდ დილით, არამედ დღის განმავლობაში და მაშინაც, როდესაც აქტივობების შესრულება სკოლის გარეთ უწევთ", - თქვენა თინ აგერჰოლმ კრისტიანსენსმა, სკოლის დირექტორმა.  

ძილის აპლიკაციებზე დაფუძნებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით, სკოლამ დაადგინა, რომ მე-7 მე-9 კლასების მოსწავლეებს, სათვალყურო პერიოდში, საშუალოდ, 7 საათი და 58 წუთი ეძინათ. პირველი სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩანდა, რომ ძილი ხანგრძლივობა გაიზარდა და დაღლილობაც შეუმსუბუქდათ. 

ეს ამბავი მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვა სკოლებიც შთააგონა. დღეს დანიაში 20-მდე სკოლაა, რომლებმაც დაწყების დრო შეცვალეს. 

Taastrup Realskole, რომელიც კოპენჰაგენის დასავლეთით, 20 კმ-ში მდებარეობს, ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, სადაც ამგვარი მიდგომა გამოიყენეს.  

„ამ წლიდან, ჩვენთან უფროსკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საათით და 15 წუთით გვიან იწყება“, - თქვა კენეტ ჰოლგრენმა, Taastrup Realskole-ს სკოლის დირექტორმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებმაც ისაუბრეს

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ერთსა და იმავე დროს ვიძინებ. ასე რომ, ძირითადად, ერთი საათით მეტი მძინავს და სკოლაშიც უფრო პროდუქტიული და კონცენტრირებული ვარ“, - თქვა ჯულიუსმა, 13 წლის ( მე-7 კლასი) მოსწავლემ.

„ძალიან მომეწონა სკოლის დაწყების ახალი დრო. ახლა რომ შეგვიძილია უფრო დიდხანს ვიძინოთ. მე პირადად, სკოლაში უფრო კონცენტრირებული ვარ და შემიძლია მეტი ვისწავლო", - თქვა ლინამ, 13 წლის (მე-7 კლასი) მოსწავლემ.

სკოლის დღის რესტრუქტურიზაცია

ექსპერტები ამბობენ, რომ გვიან დაწყება გვიან დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს, რათა მოსწავლეებს, სკოლის შემდეგ, საკმარისი თავისუფალი დრო დარჩეთ. 

„მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ განვახორციელოთ ეს. უმარტივესი გზა მხოლოდ დღის გახანგრძლივებაა, თუმცა ეს მოსწავლეების თავისუფალ დროს შეამცირებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ კრეატიულად, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ სასკოლო დღე“, - თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა.

დანიის კანონმდებლობით, სკოლების მოგვიანებით დაწყებას ხელს არაფერი უშლის, თუ მიზნობრივი საათები შესრულებული იქნება. 

გრძელვადიანი ეფექტები გაურკვეველია

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები თვლიან, ეს, მოზარდების ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, პერსპექტიული ინიციატივაა, რიგ საკითხებში მაინც ფრთხილობენ. 

„ბევრი კვლევა, რომელიც ამ ინიციატივებს აფასებს, მხოლოდ ძილის ხანგრძლივობას ეხება და ეს ისტორიის მხოლოდ ნახევარია“, - თქვა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა კატრინ ვიმელმანმა. 

შესაბამისად, რა შედეგი მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, დროთა განმავლობაში გავიგებთ. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგ-კურსს გაივლიან - „პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას“

ყველაზე წარმატებული ნიშანია... ცაგარელი განმარტავს, ვის გაუმართლებს 2026 წელს

სასულიერო პირები სწავლა - სწავლების თანამედროვე მეთოდებში გადამზადდებიან 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება