| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეშეთის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელის ზინა ბედოიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება „უორდროპები და საქართველო“.
ღონისძიებაში VII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ და-ძმა უორდროპების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაციის სახით კლასს წარმოუდგინეს.
„ბავშვებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე ისაუბრეს უორდროპების შესახებ, კერძოდ ის რომ უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურულ მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. უორდროპების ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. მათვე ეკუთვნით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენის ინიცირება, რომელიც გაეგზავნა მეფისნაცვალს კავკასიაში. მათივე თაოსნობით შეიქმნა საპროტესტო კომიტეტი ქართველი გლეხობის და მშრომელი ხალხის დასაცავად კაზაკთა რეპრესიებისაგან და სხვა“ - აღნიშნა პედაგოგმა ზინა ბედოიძემ.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ