სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი მოსაწავლეები ნოტინგემის საზაფხულო სკოლაში
06-09-2016
-
+


დიდი ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტსა და ნოტინგემის ახალ კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები ნოტინგემის კოლეჯსა და საზაფხულო სკოლის პროგრამებში ჩაერთვებიან.  

ქართველი მოსწავლეები ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ჩართულები არიან სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებში.პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, წელს ინგლისში ნოტინგემის სხვადასხვა პროგრამებში 16 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა.  

ნოტინგემის საზაფხულო სკოლა და ქართველი მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოინახულა და სასწავლო პროცესს გაეცნო. 

გარდა ამისა, გიგაური უნივერსიტეტისა და კოლეჯის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა მომავალ თანამშრომლობაზე, პროგრამების განვითარებასა და გეოგრაფიული არეალის გაზრდაზე (პროგრამების ნაწილის საქართველოში განხორციელების კუთხით). დაიგეგმა თანამშრომლობის ახალი სტრატეგიები. 

დიდ ბრიტანეთში გამართული შეხვედრებისას შეფასდა განვლილი პერიოდი.  ორივე მხარემ აღიარა განვითარებისა და პროგრამების განახლების საჭიროება, რათა ისინი პასუხობდნენ თანამედროვე გამოწვევებს და უფრო მაღალ სტანდარტებზე იყოს ორიენტირებული. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება