სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა კლუბი - „რეპორტიორი“ წარმატებით მუშაობს
24-09-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

სკოლაში სხვადახვა ინტერესების მქონე ბავშვებისთვის მუშაობს არაერთი კლუბი თუ წრე, რაც მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა კლუბი - „რეპორტიორი“. 

სადაც მოსწავლეები შესაბამისი კვალიფიკაციის კოორდინატორის სწავლებით ქმნიან  სხვადასხვა შინაარსის ჟურნალისტურ პროდუქტს.   

კლუბი „რეპორტიორი“ ერთი წელია გახდა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.  

სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა  სასკოლო ცხოვრებიდან მოემზადებინათ სხვადსხვა შინაარსის რეპორტაჟები. 

გადასაღები ადგილი:  კლასი, ბიბლიოთეკა, სკოლის რეკრეაციული სივრცე;

ტექნიკა: კამერა, მიკროფონი, კომპიუტერი ვიდეომონტაჟის პროგრამით (მაგალითად, iMovie, Windows Movie Maker). 

რეკვიზიტები: ფონი, სკამები, განათება.

გუნდი: რეპორტიორები, ოპერატორები, მონტაჟორები, სცენარისტები.

კლუბი წელსაც აქტიურ მუშაობას აგრძელებს და 2024-25 სასწავლო წელს მსურველებს „რეპორტიორში“  გასაწევრიანებლად იწვევს. 

კლუბის წევრები მიიღებენ ცოდნას და განივითარებენ შემდეგი ტიპის უნარებს: 

  • კომუნიკაციის; 
  • კრიტიკული აზროვნების; 
  • შემოქმედებითი  სტიმულირება;
  • თვითგამოხატვის შესაძლებლობა;
  • გუნდური მუშაობა;

კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია:

სკოლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება.

სკოლის შეხვედრებზე პრეზენტაციების მოწყობა.

სკოლის სხვა კლუბებთან თანამშრომლობა.

სკოლის გარეთ ორგანიზებულ კონკურსებში მონაწილეობა.

იდეების გენერირებისას განიხილავენ, რა თემებზე სურთ სიუჟეტების შექმნა.

 ეს შეიძლება იყოს: 

 სკოლის ცხოვრება, საინტერესო პროექტები, მოსწავლეების შემოქმედება და ა.შ.

სცენარის დაწერა; მონტაჟი; 

მოსწავლეები შეძლებენ სიუჟეტების შექმნას:

ინტერვიუები: მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან.

რეპორტაჟები: კლუბის წევრები შექმნიან რეპორტაჟებს სკოლის სხვადასხვა მოვლენების შესახებ (მაგალითად, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები, გამოფენები).

დოკუმენტური ფილმები: მოსწავლეები შექმნიან მოკლე დოკუმენტურ ფილმებს სკოლის ისტორიის, მოსწავლეების პროექტების შესახებ.

საინფორმაციო გამოშვებები: მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო გამოშვებებს, რომელშიც სკოლის ახალი ამბების შესახებ მოჰყვებიან.

კლუბის წევრები შექმნიან სკოლის რადიო გადაცემას.

ჩაატარებენ დებატებს სკოლის მოსწავლეებს შორის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება