სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, თამაზ გელაშვილის იუბილე აღნიშნეს
08-06-2018
-
+


ჭვინთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, თამაზ  გელაშვილის დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობიდან 50 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

მოწვეული სტუმრები გახლდნენ: ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი  ხათუნა ხმალაძე, რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი თამარ ებრალიძე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, ამავე უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ტარიელ ფუტკარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორი გიული ყიფიანი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კობა სანდროშვილი.

ღონისძიება ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი გაგნიძემ გახსნა. იგი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ სტუმრები წარუდგინა. მანვე საზოგადოებას თამაზ გელაშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზა გააცნო და სკოლის სახელით სამაგიდო „ვეფხისტყაოსანი“ საჩუქარად გადასცა. 

ასევე, იუბილარს მიესალმენ და საჩუქრები გადასცეს სერგო ვარდოსანიძემ, ტარიელ ფუტკარაძემ, კობა სანდროშვილმა და გიული ყიფიანმა, ხოლო ხათუნა ხმალაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მადლობის წერილი წაიკითხა.

მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის, მანანა ჩინჩალაძის ორგანიზებით ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებამ ძალიან თბილ, სიყვარულით და პატივისცემით გამსჭვალულ ატმოსფეროში ჩაიარა. იგი სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ ერთობლივად შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება