სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N10 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს
08-06-2018
-
+


ბათუმის N10 საჯარო სკოლის 43 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება-გამდიდრება და აგრეთვე, მათში პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო მეტად აღმოცენება.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები  ესწრებოდნენ. 

„მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი. თითოეულ მათგანს კარგად ჰქონდა გააზრებული ქართველი ერის გმირობა, თუ როგორი ბრძოლით, სისხლისღვრითა და თავდადებით მოვედით დღემდე და თუ რას ნიშნავს თითოეული ქართველისათვის ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლების სიყვარული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები, ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს, დადგეს ინსცენირება ილია ჭავჭავაძის პოემიდან „ქართვლის დედა“. 

მოსწავლეთა შემოქმედება სკოლის დირექტორმა დავით ეცადეიშვილმა, დირექტორის მოადგილემ ხათუნა დოლიძემ, კლასის ხელმძღვანელმა ნატალია ჩხარტიშვილმა და სხვა პედაგოგებმა და მშობლებმა შეაფასეს. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება