სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს განათლების სამინისტრო - განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა ცნობილია
07-09-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. განცხადება მოიცავს ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის.

გარდა ამისა, განცხადებას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, განცხადებას ასევე  უნდა დაურთონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი  სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის  40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი; გვარი; პასპორტის ნომერი) გადააგზავნოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და საჭიროების შემთხვევაში – შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ასევე ინფორმაცია მიიღოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების წელი; მოქალაქეობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სადაც მოიპოვა სწავლის უფლება; ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულა.), განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც აგრძელებს სწავლას; საგანმანათლებო პროგრამის დასახელება; უმაღლესი განათლების საფეხური; სწავლის საფასური; პროგრამის აკრედიტაცია; სტუდენტის სტატუსი, ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობასთან დაკავშირებით).

დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება