სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ბავშვს კონცენტრაციის პრობლემა აქვს
22-09-2024
-
+


ბევრ ახალგაზრდას უჭირს სწავლის დროს ერთ ადგილზე ჯდომა და ფოკუსირება კონკრეტულ დავალებაზე. ბავშვებს დიდი ენერგია აქვთ, სწორედ ამიტომ, მათთვის ზოგჯერ ძალიან რთულია კლასში გაჩერება. პატარებს განსაკუთრებით მაშინ ეფანტებათ ყურადღება და ვერ ახერხებენ ფოკუსირებას, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში ან ძალიან გადატვირთულები არიან. ზოგჯერ მშობლები ბავშვების მოუსვენრობასა და გაფანტულობას  ADD/ADHD, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობას აწერენ. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა.

ფოკუსირების ნაკლებობა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს რაიმე სახის აშლილობა აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ, რამდენად ხშირად ავლენს ბავშვი კონცენტრაციის პრობლემის ნიშნებს და თუ აფერხებს ეს ქცევა მისი სწავლის უნარს.

ფსიქოლოგები გამოჰყოფენ რამდენიმე გასათვალისწინებელ ნიშანს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ესენია:

ხშირად იყურება სივრცეში  

საყურადღებოა თუ ბავშვი გამუდმებით იყურება ფანჯრიდან ან სივრცეში, მაშინ, როდესაც ის უნდა იყოს დაკავებული ისეთი აქტივობით, როგორიცაა საშინაო დავალება ან ვარჯიში. 

საუბრისას ხშირად გადადის ერთი თემიდან მეორეზე

ბავშვი ყვება ამბავს და გადადის დაუკავშირებელ, შეუსაბამო ისტორიებზე. ამავროულად შეიძლება დაავიწყდეს ის მთავარი ამბავი, რაზეც თავდაპირვლად საუბრობდა.

არ შეუძლია ფოკუსირება ერთ დავალებაზე/საქმეზე

ბავშვს არ შეუძლია ფოკუსირება ერთ დავალებაზე ბოლომდე. ხშირად ეფანტება ყურადღება და ბოლომდე ვერ მიყავს დაწყებული საქმე.

დიდი დრო სჭირდება დავალების დასასრულებლად

ორჯერ ან სამჯერ მეტი დრო სჭირდება დავალების დასასრულებლად. ხშირად წყვეტს მეცადინეობას და უჭირს ფოკუსირება.

ხშირად იდანაშაულებს თავს

ბავშვი მუდმივად ნერვიულობს საკუთარ თავზე და გრძნობს, რომ ვერაფერს აკეთებს. ის შესაძლოა საკუთარ თავს ადანაშაულებდეს ამ საკითხებთან გამკლავებისას, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება.

კარგავს ნივთებს, უჭირს მათი ორგანიზება 

ხშირადაა დაბნეული, ვერ ანაწილებს დროს. ასევე, ბავშვი ხშირად გრძნობს დაღლილობას, გამუდმებით კარგავს ნივთებს და ავიწყდება რას აკეთებდა.

არ გისმენთ, როცა ესაუბრებით

როდესაც პირდაპირ ესაუბრებით ბავშვს, ის არ რეაგირებს თქვენს ნათქვამზე. ასევე საყურადღებოა, ის ფაქტიც, რომ როდესაც ესაუბრებით კონკრეტული საკითხის შესახებ მალევე ბეზრდება თქვენი მოსმენა და სხვა რამეზე გადააქვს ინტერესი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება