სიახლეები
სიახლეები

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე
16-08-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ნანი გოდაძე ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ახალგაზრდაა, რომელიც ამავდროულად კიბერუსაფრთხოების ტრენინგების კურსდამთავრებულია.

ნანი Stipendium hungaricum-ის ფონდის ხელშეწყობით უნგრეთში მიემგზავრება სასწავლებლად, სადაც PECS University-ს ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნა სწორედ KIU-ში მიიღო და ისევ სამშობლოს დაუბრუნდება და აქ გააგრძელებს საქმიანობას. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან არაერთ წარმატებას მიაღწია - ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა, გახდა ყველაზე ახალგაზრდა უმაღლესი ფიზიკის მასწავლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთი მიღწევა აქვს თავად უნივერსიტეტშიც. ცდილობს, რომ რაც შეიძლება აქტიური და პროდუქტიული სტუდენტური წლები ჰქონდეს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, კურიკულუმს მიღმა აქტივობებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის - იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების კურსის მონაწილეა. ნანი აღნიშნული სფეროთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული - ცდილობდა, რომ მას საკუთარი ძალებით დაუფლებოდა, სანამ KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსზე გაიგებდა. ამბობს, რომ ერთ კვირიანი ინტენსიური კურსის დროს ზღვა მასალის ათვისება უწევდა - ტრენერების დამსახურებით მასალა კარგად შეისწავლა და გამოცდებიც კარგად დაწერა. სამივე დონის დაფარვის შემდეგ ეთიკური ჰაკინგის კურსს გამოარჩევს - ამბობს, რომ ეს კურსი უფრო ღრმად და დეტალურად მოიცავდა სხვადასხვა ასპექტებს, რამაც მასში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია - ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი დაცვითი ოპერაციების ცენტრია, რომლის შესწავლასაც მომავალში კიდევ უფრო დეტალურად აპირებს. 

გარდა მონაწილეობისა, იგი კიბერუსაფრთხოების კურსის ლექტორს ასისტენტიც იყო 2 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ნანი არამხოლოდ სწავლობდა, არამედ ასწავლიდა კიდეც მონაწილეებს. მიაჩნია, რომ KIU-მ კარგ ტრენერად გადაამზადა და სემინარების ჩატარებითა და ცოდნის გაზიარებით მასალა კიდევ უფრო კარგად შეისწავლა. სხვებისთვის სწავლის პროცესი აღნიშნულ კურსში ყველაზე სასიამოვნოდ ახსენდება და ამბობს, რომ ამ პროცესმა დაარწმუნა, თვეებით კიბერუსაფრთხოების სწავლა და გამოცდებისათვის მზადება ნამდვილად ღირდა. ინტენსიური ტრენინგების გავლა და დაგროვილი გამოცდილება დაეხმარა, რომ „თიბისისა“ და „USAID“-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კურსის „მაღალი დონის კიბერუსაფრთხოება : დაცვითი ოპერაციების ცენტრი“-ს მონაწილე გამხდარიყო, სადაც ამ სფეროს კიდევ უფრო დაწვრილებით შეისწავლის. ტრენინგების გავლა დაეხმარა, რომ თავი სხვა პროფესიულ ჭრილში დაენახა. ამბობს, რომ აქამდე თავს კიბერუსაფრთხოების სფეროში ვერ ხედავდა, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავლილმა კურსმა აჩვენა, რომ არამხოლოდ აინტერესებს ეს სფერო, არამედ კარგად გამოსდის და შეუძლია, რომ ამ სფეროში თავისი სიტყვა თქვას. 

„კიბერუსაფრთხოებით სულ დაინტერესებული ვიყავი, თუმცა ძირითადად ჩემით ვცდილობდი აღნიშნულ სფეროში გავრკვეულიყავი, სანამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების კურსის შესახებ გავიგებდი. ტრენინგების განმავლობაში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ეთიკური ჰაკინგის კურსი აღმოჩნდა, სადაც დაცვითი ოპერაციების ცენტრის(SOC) ანალიზი სიღრმისეულად შევისწავლეთ. ტრენინგების გავლის შემდეგ ჩემი თავი სხვა პროფესიულ ჭრილშიც დავინახე, რაც ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან, ვფიქრობ, რომ კიბერუსაფრთხოებას ამ კურსის გავლის გარეშე ალბათ სერიოზულად არასდროს გავყვებოდი”, - ამბობს წარმატებული სტუდენტი

ფიქრობს, რომ დაგროვებული ცოდნა მომავალში არაერთ ასპექტში დაეხმარება - კიბერუსაფრთხოება და ის სხვა არაერთი უნარი, რომელიც გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტში თუ სხვადასხვა კურიკულუმს მიღმა აქტივობების განმავლობაში შეიძინა, წარმატების მიღწევის წინაპირობაა. თავისი თავის სხვა პროფესიულ ჭრილში დანახვა კი არწმუნებს, რომ შეუძლია მრავალმხრივ განვითარდეს და არაერთ სხვადასხვა სფეროში მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულა, საგამოცდო დრო და ბარიერი ცნობილია

ბაღის უფლებები ვალდებულებები ბავშვებისა და მშობლების წინაშე  

 

 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები ცნობილია

რამდენი ქულა უნდა აიღოთ თითოეულ საგანში, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ - ინფორმაცია მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

პროგრამების ჩამონათვალი, რომელთაც შესაძლოა აკრედიტაცია შეუჩერდეს

პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ
 
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება