სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება - განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის
19-08-2024
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა განმარტებას აკეთებს, როგორ უნდა მოიცქცეს სკოლა და პედაგოგი იმ შემთხვევაში თუ არჩევითი კურსები კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება. 

„მეგობრებო, ხშირად შემოდის შეკითხვები არჩევით კურსებთან მიმართებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია არჩევითი კურსების ჩამონათვალი (ესგ. მუხლი 20, პუნქტი 7), თითოეულს უწერია, თუ რომელ საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება. თუკი არ არის დაკონკრეტებული, ეს ნიშნავს, რომ სკოლა თავად განსაზღვრავს, რომელ საგნობრივ ჯგუფს/ჯგუფებს მიაკუთვნოს (იმის მიხედვით, თუ რომელი საგნის მასწავლებელი ჩაიბარებს).

სკოლას უფლება აქვს, თავადაც შემოიტანოს რომელიმე კურსი (რაც ჩამონათვალში არ არის), რომელსაც მისი მოსწავლეები მოისურვებენ. ასეთ შემთხვევაში, სკოლამ უნდა გაწეროს პროგრამა (მიზნებით, შედეგებით, ინდიკატორებით...), დააკონკრეტოს, რა სასწავლო რესურსებს გამოიყნებს და თავადვე განსაზღვროს, რომელ საგნობრივ ჯგუფს მიაკუთვნებს.

ყველაზე ხშირად კითხვა შემოდის მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით. იგი ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფს ეკუთვნის, ამიტომ საჭიროა დაკონკრეტება სასკოლო სასწავლო გეგმით - ანუ რომელი საგნის მასწავლებელიც წარუძღვება კურსს, იმის მიხედვით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება