სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N4 საჯარო სკოლა სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში წარმატებული მონაწილეობით გამოირჩევა
07-06-2018
-
+


ჭიათურის N4 საჯარო სკოლა სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში, სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ, სპორტულ თუ შემეცნებით-გასართობი სახის ოლიმპიადებსა და კონკურსებში აქტიური და წარმატებული მონაწილეობით გამოირჩევა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელი ასევე დატვირთული იყო მრავალფეროვანი შიდა სასკოლო ღონისძიებებით, კერძოდ:

მე-11 კლასში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას ლეილა სამხარაძე და მანანა წერეთელი ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლაში განხორციელდა პროექტი - „კითხვის საათი“, რომელშიც, პედაგოგების - ქეთევან ტაბატაძისა და ნინო შეყილაძის ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მე-10 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნათია ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დაათვალიერეს.

სკოლის გუნდებმა - „ჯორჯიან მანგანეზის თასზე“ გაიმარჯვეს და 15 კომპიუტერით დაჯილდოვდნენ. მათი ხელმძღვანელები ნათია ჭიღლაძე, ნინო შეყილაძე, ვალერი ცხადაძე და ხათუნა არაბიძე არიან.

სკოლაში საახალწლო კარნავალი მოეწყო, რომელშიც მაღალი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კარნავალი პედაგოგების ნათია ჭიღლაძის, ნინო შეყილაძის და იამზე ტაბატაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

სასწავლო წლის ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა „ბოლო ზარი“ გრანდიოზულად აღნიშნეს. მასში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითის, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეები. ღონისძიებას ნათია ჭიღლაძე, ნინო შეყილაძე და იამზე ტაბატაძე ხელმძღვანელობდნენ.  

5 ივნისს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მაკა ტალახაძემ და იამზე ტაბატაძემ დაწყებითი საფეხურის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება მოაწყვეს.

„სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებაში ვართ ჩართული სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები და ვცდილობთ  სასწავლო პროცესი  და სასკოლო ცხოვრება გავულამაზოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ მოსწავლეებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ N4 სკოლა არის მცირერიცხოვანი ( 256 მოსწავლე) სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან ინტელექტუალური და სხვა სახის (ცეკვა, მუსიკა, სპორტი) შესაძლებლობებით, რაც ხელს უწყობს მათ უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება