სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის შესაძლებლობა“ - ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სპექტაკლი
08-08-2024
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც ბავშვების ინტერესები და წარმატებულ მომავალზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამიტომ მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტებს მორგებულ სასკოლო განათლებას იღებენ, ეცნობიან სიახლეებს და ტექნოლოგიურ პროგრესს. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო 2023-2024 სასწავლო წელი. 

სასწავლო წლის შთამბეჭდავი ღონისძიებებიდან კი აღსანიშნავია სპექტაკლი თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის შესაძლებლობა“, რომლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავთ.

მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი კი თამარ კუპრაშვილია.

სკოლაში ღონისძიების მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან და მოსწავლეთა შემოქმედებითობა ახარებთ. 

„ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები გარკვეულწილად „გონიერი“ ჩანს. თუმცა, გახდებიან თუ არა ოდესმე ისინი ისეთივე გონიერები, როგორც ადამიანები?

არსებობს ამის ტერმინი: ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI). მიუხედავად იმისა, რომ ეს ფართო კონცეფციაა, სიმარტივისთვის, AGI შეგიძლიათ წარმოიდგინოთ წერტილად, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი (AI) ადამიანის მსგავს განზოგადებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გახლავთ წერტილი, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერი იმ ინტელექტუალური ამოცანას, რასაც ადამიანი.

თუმცა, AGI ჯერ არ არსებობს; ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ მოდელებს ხელს უშლის ადამიანების გარკვეული თვისებების ნაკლებობა, მაგალითად, ნამდვილი კრეატიულობის და ემოციური ცნობიერების.

გამოცემა The Conversation-მა ხუთ ექსპერტს ჰკითხა, ფიქრობენ თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტი ოდესმე AGI გახდება. ხუთივე მათგანი ამბობს, რომ დიახ.

კითხვას ისინი ოდნავ სხვადასხვაგვარად მიუდგნენ. მათი პასუხებიდან კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. როდის შეიძლება მივაღწიოთ AGI-ს? აჯობებ თუ არა ის ადამიანებს? და რას ნიშნავს ზოგადად „ინტელექტი“? სწორედ ამ ურთულესი დილემისათვის, გარკვეულწილად პასუხის გაცემას შეეცადნენ სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები.

წარმოგვიდგინეს სპექტაკლი თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის შესაძლებლობა“ ისაუბრეს რობოტებზე და  თანამედროვე ტექნოლოგიების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები დიდი გრძნობითა და ემოციით  და აღნიშნეს რომ ეს დიდებული ადამიანური შეგრძნებები, ადამიანური სული და თავგანწირვა  ყოვლად მიუწვდომელია ხელოვნური ინტელექტისათვის, თუმცა განვითარებას თუ სწორად გამოვიყენებთ, გავიმარტივებთ ცხოვრებას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება