სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრეს საკუთარი წესდებაც აქვს
07-06-2018
-
+


ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე ხვედელიძის ხელმძღვანელობით წრე „ჩვენი ენა ქართული!“ ფუნქციონირებს.

წრის წესდება კი შემდეგია: 

დასახელება: ჩვენი ენა ქართული. 

დევიზი: ენა დედაა ერისა!

წრის წევრი შეიძლება გახდეს ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოწავლე, რომელიც აცნობიერებს მშობლიური ენის დაცვის აუცილებლობას და კლუბის მიზნებს აღიარებს.

მიზნები: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მშობლიური ენის დაცვა-გაფრთხილება და  ყოველდღიური ურთიერთობისას საზოგადოებაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების თავიდან არიდება.

„ჩვენი ენა ქართულის“ წრეში გაწევრიანება საკუთარი განცხადების საფუძველზე ხორციელდება;

წრის ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს;

წრის წევრს უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე უწყდება;

წრის ყველა წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში, შეიტანოს საკუთარი იდეები, ისარგებლოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

წრის წევრი ვალდებულია დაიცვას წესდება, ხელი შეუწყოს წრის საქმიანობას დასახული ღონისძიებების განხორციელებაში, გაუფრთხილდეს წრის რეპუტაციასა და ქონებას;

წრის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი, ყოველ პარასკევს, ერთი საგაკვეთილო დრო.

პროგრამა:

ენის რაობა; ქართული დამწერლობა და მისი განვითარების საფეხურები; ბგერა, მარცვალი, სიტყვა; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა; სიტყვის მნიშვნელობის ცვლა: გაფართოება და დავიწროება; წარმოქმნილი და ძირეული სიტყვები; მარტივი და რთული სიტყვები; სიტყვათა შემოკლებით შეერთება, შემოკლებული წერა; სინონიმი; ანტონიმი; პარონიმი; დიალექტიზმები; არქაიზმები; ნეოლოგიზმები; ნასესხები სიტყვები; ბარბარიზმები; სიტყვათა მყარი შეხამება; მეტყველების ნაწილები (სრულმნიშვნელობიანი და დამხმარე, ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი); 

ხშირად დაშვებული შეცდომები: ბრძანება და მოხსენება; ღამე მშვიდობისა; ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა; მაგალითის მოიყვანა; ცნება და მცნება; აღქმა და აღთქმა; კამპანია და კომპანია; სწორად და სწორედ; პირი და პიროვნება; მოთხოვნა და მოთხოვნილება; პლაგიატი და პლაგიატორი; პარაკლისი და პანაშვიდი; პაპა თუ ბაბუა; ორი წლის უკან; გაყიდვაშია, შეხებაშია, ხმარებაშია; 2000 წელს; ახლახან თუ ახლახანს? ბოლოს და ბოლოს; მხოლოდ და მხოლოდ; ერთხელ თუ ერთჯერ? საკუთარი სახელის მიმართვის ფორმები; ი -ზე ფუძე გათავებული უცხოური გვარების ბუნებისათვის; მამაოს მიმართვის ფორმები; სახელისა და გვარის ერთად ბრუნება; დ. აღმაშენებელი, თ. მეფე; ბატონისა და ქალბატონის ბრუნება; ერთი და იგივე; მათ თქვეს, მათ გააკეთეს; მათმა საქციელმა, მათმა მეგობარმა; გეოგრაფიული სახელები მსაზღვრელად;  ა-დაბოლოებიანი გეოგრაფიული სახელები; სომხეთი თუ სასომხეთი?  ალექსანდრეს ბაღი თუ ალექსანდროვის ბაღი?; ბევრი წერილი თუ ბევრი წერილები?; -ვე ნაწილაკიანი რიცხვითი სახელები; რიცხვში მონაცვლე ზმნები; ჩვენგანი, თქვენგანი თუ ჩვენთაგანი, თქვენთაგანი?; აბსტრაქტული სახელების მრავლობითი ფორმები; ბოდიშით თუ ბოდიში?; -ურ და-ულ ბოლოსართები; საერთო ფუძის მქონე ნაწარმოები სიტყვების შესახებ;  -ულ და -ურ ბოლოსართიანი ზედსართავი სახელები; ვდგევარ თუ ვდგავარ?; ჰგავს, ჰყავს, სთხოვს, ჰქვია, მისწერა; გან-ზმნისწინი; შეურაცხყოფა თუ შეურაცყოფა?; ავადმყოფობ თუ ვავადმყოფობ?; -ამ ,-ავ და-ობ თემისნიშნიანი ზმნები; ახლა თუ ეხლა?; საპირისპირო მიმართულების ზმნისსართების მართლწერა; რამდენიმე და რამოდენიმე; მომსახურება და მომსახურეობა; ორმაგი თანხმოვნის გადმოცემა ნასესხებ სიტყვებში; სერტიფიკათი თუ სერთიფიკატი?; რელიქვია თუ რელიკვია?; პლაჟი და პლუსი; სიტყვა ნახევარის მართლწერისათვის; ლატარია, ამნისტია, შამპანური; კომფლიქტი, იმფარქტი, იმფორმაცია; სამედიცინო ტერმინთა მართლწერა.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება