სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახალისო თამაშები და აქტივობები ბავშვებისთვის ინგლისური ენის უკეთ შესწავლებისთვის
17-08-2024
-
+


თამაშები და სახალისო აქტივობები ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის მნიშვნელოვანია. მოსწავლეები თამაშის მეშვეობით იღრმავებენ ცოდნას. თამაშით სწავლება განსაკუთრებით სახალისო და საინტერესოა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი ინტერესები გაითვალისწინოთ და ისეთი თამაშები შესთავაზოთ, რომლებიც არა მხოლოდ სახალისო იქნება, არამედ სასარგებლოც და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული.

სპეციალისტები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პედაგოგები თავიანთ გამოცდილებას ერთ-ერთ უცხოურ ბლოგში გვიზიარებენ.

აღნიშნული თამაშები გააცოცხლებს თქვენს გაკვეთილს და ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას. 

Board Race არის სახალისო თამაში, რომელიც გამოიყენება ლექსიკის გაუმჯობესებისთვის, იქნება ეს სიტყვები იმ გაკვეთილიდან, რომელიც ახლახან ჩაატარეთ, თუ სიტყვები გასული კვირის გაკვეთილიდან. ის ასევე შეიძლება გამოიყენოთ გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეების გააქტიურების მიზნით. ეს შესანიშნავი გზაა იმის შესამოწმებლად, რაც უკვე იციან ბავშვებმა. 

როგორ ვითამაშოთ?

დაყავით კლასი ორ გუნდად და მიეცით თითოეულ გუნდს ფერადი მარკერი.
თუ კლასი ბევრი მოსწავლისგან შედგება, შესაძლოა უკეთესი იყოს მათი დაყოფა 3 ან 4-ბავშვიან გუნდებად. დახაზეთ ხაზი დაფის შუაში და ზემოთ დაწერეთ თემის სახელი. შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დაწერონ იმდენი სიტყვა, რამდენიც გაახსენდებათ თემასთან დაკავშირებით.


თითოეული გუნდი იგებს ერთ ქულას თითოეული სწორი სიტყვისთვის. ნებისმიერი სიტყვა, რომელიც არ იკითხება ან არასწორადაა დაწერილი, არ ითვლება.

call my bluff / two truths and a lie 

Call My Bluff არის სახალისო თამაში - „თქვენი გაცნობა“. ეს მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობაში დაეხმარებათ. თამაში შესანიშნავია საუბრის უნარების გაუმჯობესებისთვის. 

როგორ ვითამაშოთ?

დაწერეთ 3 რამ თქვენ შესახებ დაფაზე, რომელთაგან ორი უნდა იყოს ტყუილი და ერთი - სიმართლე.


ნება მიეცით თქვენს მოსწავლეებს დაგისვათ კითხვები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ გამოიცანი რომელია სიმართლე. 

ვინც სწორად გამოიცნობს, ის გაიმარჯვებს. 

word jumble race  - ეს შესანიშნავი თამაშია გუნდური მუშაობის წახალისებისა და კლასში კონკურენციის გრძნობის გაჩენისთვის. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, ყველას გვიყვარს რაღაც დოზით შეჯიბრი. ეს თამაში საოცრებას ახდენს ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ეს შესანიშნავია დროების, სიტყვების თანმიმდევრობის, კითხვისა და წერის უნარებისა და გრამატიკის გაუმჯობესებისთვის.

როგორ ვითამაშოთ?

ჩამოწერეთ რამდენიმე წინადადება ფურცლებზე სხვადასხვა ფერის მარკერის გამოყენებით. შესაძლოა ეს იყოს 3-5 წინადადება თითოეული გუნდისთვის.  ფურცლები ქუდში ან ჭიქაში მოათავსეთ. დაყავით თქვენი კლასი 2, 3 ან 4 ბავშვიან გუნდებად. შეგიძლიათ გყავდეთ იმდენი გუნდი, რამდენიც გსურთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გქონდეთ საკმარისი წინადადებები. გუნდებმა წინადადებები თანმიმდევრულად, შინაარსობრივად უნდა დაალაგონ. გამარჯვებული გუნდი არის პირველი გუნდი, რომელსაც ყველა წინადადება სწორად აქვს დალაგებული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება