სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი შრომის შედეგია ყველა ის სიკეთე, რაც ამ სკოლის კედლებში ტრიალებს“- თბილისის N106 საჯარო სკოლის წარმატებული ლიდერი თენგიზ გულორდავა იუბილარია
26-07-2024
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა იუბილარია. წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი სამაგალითოდ ემსახურება ყველაზე ღირებულს - განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდის საქმეს, სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავს და მნიშვნელოვანი წვილი შეაქვს მოსწავლე-მასწავლებელთა განვითარებაში. სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ მის ღვაწლს და ბატონი თენგიზ გულორდავას წარმატებული საქმიანობის შესახებ გვიყვებიან. 

„მნიშვნელოვანია იმ წარმატებული საქმეების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და გაზიარება, რასაც ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ახორცილებს სასკოლო საზოგადოებისთვის. დღეს, ბატონი თენგიზ გულორდავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი არა მარტო ისან-სამგორის რაიონში, არამედ თბილისის მასშტაბით უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია, თავისი მოღვაწეობითა და სულისკვეთებით, რომელსაც შეუსვენებლად დებს იმ კედლებში, რომელშიც ყალიბდება საქართველოს აწმყო და მომავალი.

თავისი ხელმძღვანელობის წლებში 300-მოსწავლიანი სკოლა დღეს უკვე 1800-ზე მეტ მოსწავლეს უღებს თავის კარს. ბატონი თენგიზი საზაფხულო შვებულებებსაც სკოლის კედლებში ატარებს და მუდმივი ფიქრისა და შრომის შედეგია ყველა ის სიკეთე, რაც ამ სკოლის კედლებში ტრიალებს:

  • ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლის ეზოში,  ოქროსმედალოსან მოსწავლეებს უხსნის ვარსკვლავს; 
  • სკოლა ყველაზე მოთხოვნად სკოლებს შორის, თბილისის მასშტაბით, მოწინავე ადგილზეა. ამის თვალსაჩინო დასტური კი ისაა, რომ ყოველ წელს, 1-2 წუთია საკმარისი, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციისას, ყველა ადგილი შეივსოს. აღსანიშნავი და საამაყოა, რომ უკვე მე-9 წელია, რაც 7-7 პარალელური პირველი კლასი იხსნება სკოლაში. 
  • სკოლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო ყოველწლიურად წესრიგდება, იხვეწება და ახლდება; 
  • სკოლას ჰყავს თავისი მასწავლებლების სახით, უძლიერესი (როგორც თავადაც მუდმივად აღნიშნავს) გუნდი და ერთიანი ძალებითა და სულისკვეთებით იპყრობენ მწვერვალებს; 
  • სკოლას უკვე აქვს სააქტო დარბაზი და ბიბლიოთეკა, გარემონტებული დერეფნები და საკლასო ოთახები, რომლებიც ამ სკოლაში თავისი მოღვაწეობის დროს, უშვებულებო მუშაობითა და უშუალოდ, საკუთარი ჩართულობით შექმნა.
  • სკოლა ყოველწლიურად უფრო და უფრო იმსახურებს მშობელთა ნდობას, მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სწავლის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო სკოლის სტატუსით; 
  • სკოლის ხელმძღვანელის ინიციატივითა და ჩართულობით, სკოლის კედლები, ერთგვარად, სამუზეუმო, ისტორიულ-ლიტერატურულ ექსპონატად იქცა, რომლებზეც წარმოდგენილია არაერთი ცნობილი ქართველი მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდი ეპიზოდები, გაცოცხლებული სხვადასხვა ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც უფლებას არ მოგცემენ, რომ გულგრილად ჩაიაროთ სკოლის დერეფნებში. თქვენ იმოგზაურებთ სხვადასხვა ეპოქის ამსახველ მნიშვნელოვან ნაწარმოებებსა თუ ისტორიულ ფაქტებში;
  • ბატონი თენგიზის ინიციატივით, ასმეექვსე სკოლა 2019 წლიდან ატარებს აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელს. 

სკოლის დირექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი,  ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია დირექტორის გავლენა მასწავლებლის შრომის ნაყოფიერებასა და მოსწავლეთა შედეგებზე. სკოლის დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი და სკოლის განვითარება მისი და კარგი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია.  ასმეექვსე სკოლა კი ამის კარგი მაგალითია. 

სკოლის ლიდერის, ბატონი თენგიზ გულორდავას ქმედებები საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ის ყოვლედღიურად ცდილობს სკოლა კონცენტრირდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე - 

• ბავშვის კეთილდღეობაზე; 

სწავლა-სწავლების ხარისხსა და 

• მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე

ამ სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის წარმატებით განვითარებას კი იმით ახერხებს, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს საერთო იდეების გარშემო აერთიანებს, იდეების, რომელიც მკაფიოდ უკავშირდება ბავშვის კეთილდღეობას.

ის, რომ ბატონ თენგიზს გააზრებული აქვს სკოლის ლიდერის მნიშვნელობა და როლი სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაში; მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტით; მუდმივად ზრუნავს სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, ამას ადასტურებს სასკოლო თემის მაღალი მოტივაცია და კმაყოფილება“,- გვეუბნებიან სკოლაში და დირექტორს დაბადების დღეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ. 

„მუდამ წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ თენგიზ გულორდავას იმ დიად საქმეში, რომელშიც ასე გულიანად არის ჩაფლული. ხანგრძლივი სიცოცხლე და უამრავი ბედნიერი დღე როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლში. 

etaloni.ge უერთდება მილოცვას და ბატონ თენგიზ გულორდავას უსურვებს კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობა აღეზარდოს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება