სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლაში დასაქმება მინდა, რადგან პერსპექტიულია“... - მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტირების შესახებ საუბრობენ
25-07-2024
-
+


მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ისტორიის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოცხადდა 86%-მდე აპლიკანტი და დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა. ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები საკითხების შესახებ etaloni.ge-ს ესაუბრებიან:

„საერთოდ არ იყო რთული ისტორიის გამოცდა. ვინც ერკვევა, მარტივად უნდა დაეწერა. ჟანა დ, არკი მოვიდა, ასევე ასპინძის ბრძოლის ეპიზოდი, გარდა ამისა, საკითხები შუა საუკუნეებს ეხებოდა... სიმართლე გითხრათ, მასწავლებლობას არ ვაპირებ, უბრალოდ მიყვარს ისტორია და საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა. ისე, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ“.

„პროფესიით არ ვარ მასწავლებელი, თუმცა ისტორია ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე გამოცდაზე გასვლა. არაფერი იყო რთულად დასაძლევი, კარიკატურებიც საინტერესო და მარტივად მისახვედრი იყო. მართალია, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მინდა თუ არა სკოლაში მუშაობის დაწყება, მაგრამ თუ გამოცდაზე კარგ შედეგს დავდებ, მაშინ დავფიქრდები. ისე, მიფიქრია, როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი და მგონია - ძალიან კარგი. პირველ რიგში, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მიყვარს როდესაც სხვას ჩემს ცოდნას ვუზიარებ. მასწავლებლობაც სწორედ ესაა ჩემთვის. ასევე, მიმაჩნია, ბავშვმა საკუთარი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეს“.

„ხელოვნების გამოცდაზე ვიყავი, წელს პირველად გავედი და საერთოდ არ მოვმზადებულვარ... უნივერსიტეტი 2 წლის წინ დავამთავრე და იმ ცოდნით მოვედი. ამ ფონზეც კი, ჩემთვის მარტივი იყო ტესტირება. ვიცი, კარგად ჩავაბარებ, თუმცა ქულებთან დაკავშირებით, მოლოდინს წინასწარ არ ვიქმნი. საკითხებს რაც შეეხება, ედგარ დეგას ნახატი იყო, კითხვები კი იმპრესიონიზმიდან და რენესანსიდან. მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, სკოლაში მინდა დასაქმება, რადგან ვფიქრობ, პერსპექტიულია, თანაც მომავალი თაობის აღზრდა კარგი საქმეა. პროფესიითაც ხელოვნებათმცოდნე ვარ“.

„არ ვარ მოქმედი მასწავლებელი, თუმცა დასაქმების სურვილი ნამდვილად მაქვს, მინდა, რომ ბავშვებს ისტორია ვასწავლო. რაღაცები ამ გამოცდაზე იქნება დამოკიდებული. საკითხები ერეკლე მეორეზე, საქართველოს ისტორიაზე, ასევე ევროპის შუასაუკუნეებზე იყო. ვფიქრობ, აპლიკანტებს ამ გამოცდის დაწერა ძალიან არ უნდა გასჭირვებოდათ. ისე კი, მგონია, რომ კარგი მასწავლებელი ვიქნები და იმედია, დავსაქმდები“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება