| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების (პრაქტიკული ნაწილი) გამოცდას აბარებენ.
როგორც ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტმა etaloni.ge-სთან განაცხადა, დავალება არც მარტივი იყო და არც განსაკუთრებით რთული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საგამოცდო სტრესი ვითარებას ართულებს, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი არ არის.
„12 წელია საჯარო სკოლაში ვასწავლი, კომპეტენციაც დადასტურებული მაქვს, ოღონდ სხვა საგანში - ფიზიკის პედაგოგი ვარ, წამყვანი; წელს კი გადავწყვიტე, ისტ-ი ჩამებარებინა, რადგან მასწავლებელთა ახალი ფორმულით, ჩაუბარებელი საგნის სწავლების შემთხვევაში საათობრივი ანაზღაურება ძველი სქემით გაიცემა“, - ამბობს პედაგოგი და დასძენს, რომ ახალმა სახელფასო სქემამ მასწავლებლებში ძალიან დიდი უკმაყოფილება გააჩინა:
„თვეების განმავლობაში შეგვიქმნეს მოლოდინი, რომ 500-600-700-800 ლარით გაიზრდებოდა ჩვენი ანაზღაურება და ბუნებრივია გვეგონა, სტატუსების მიხედვით მოხდებოდა მატება, მაგრამ რა მივიღეთ? - წლები ვინც იბრძოლა სტატუსის ამაღლებისთვის, ისინი დავზარალდით; ახლა კი სხვადასხვა საგნის გამოცდები უნდა ჩავაბაროთ“.
ჩვენი რესპონდენტი იმაზეც ღელავს, როგორ მოხდება საათების განაწილება ახალი სასწავლო წლიდან და აცხადებს, რომ ეს პროცესი სკოლებში კიდევ უფრო დიდი განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს:
„როგორც მინისტრმა თქვა, საათები ძველი პრინციპით გადანაწილდება, თუმცა რეალურად არავინ იცის, რა როგორ მოხდება - შესაძლოა ამ საკითხზე მასწავლებლებს შორის უთანხმოებაც გაჩნდეს. იმედია, დირექტორები სამართლიანები იქნებიან ამ საკითხში“, - ამბობს აპლიკანტი და კვლავ მასწავლებელთა გამოცდებზე აკეთებს აქცენტს:
„საჭიროა, მასწავლებელი აბარებდეს საგნის გამოცდას... რაც არ იცი, სხვას ვერ ასწავლი“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა