სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რეპეტიტორთან სიარული მშობლების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - რას ფიქრობენ აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების მომზადების გარეშე ჩაბარებაზე
08-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტები etaloni.ge - სთან საუბრობდნენ რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, რეპეტიტორების გარეშე გამოცდების ჩაბარება და აძლევს თუ არა სკოლა მოსწავლეებს იმ ცოდნას, რომ დამატებითი მომზადების გარეშე ჩაირიცხონ სასურველ უმაღლესში?!

„მგონი, გამოცდების ჩაბარება რეპეტიტორთან სიარულის გარეშე, წარმოუდგენელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ ასეთი შეხედულება არსებობს. კი, განათლებას სკოლაშიც გვაძლევენ, მაგრამ რეპეტიტორი უფრო ამ გამოცდებისთვის გვამზადებს. მე სამ საგანში ვემზადებოდი“;

„ბოლო 3 თვე ვიარე რეპეტიტორთან. უფრო მეტად ქართულის გამოცდაზე ვნერვიულობდი, ინგლისურს პირველი კლასიდან ვსწავლობ, ისედაც ფილმებს, სერიალებს ინგლისურ ენაზე ვუყურებ და მომზადება დიდად არც მჭირდებოდა“;

„მთელი წელი ვიარე რეპეტიტორთან. ეს ჩემი მშობლების დაჟინებული მოთხოვნაც იყო. გამოცდებზე დიდი კონკურენციაა, მე გრანტის მოპოვება მინდა, ამისთვის კი, მომზადება აუცილებელი იყო. მთელი ჩემი კლასი დადიოდა რეპეტიტორებთან და შედეგს აწი ვნახავთ“;

„რთულია მხოლოდ სკოლის მიერ მოცემული განათლებით ეროვნული გამოცდების ჩაბარება. კი სკოლაში გვასწავლიან და საპროგრამო მასალაც შედის ეროვნულებზე, თუმცა იმ სპეციფიკას,  რომელიც გამოცდებს და რომლის მიხედვითაც უნდა შევასრულოთ ამა თუ იმ საგანში მოცემული დავალებებლი  სკოლაში არ გვასწავლიან. ამიტომ ვფიქრობ რეპეტიტორთან სიარული სხვა თუ არაფერი ამის სასწავლად მაინც გვჭირდება.“

„ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია და თუ ძალიან მოინდომებ რეპეტიტორთან მომზადების გარეშეც ჩაირიცხები, ასეთი ბავშვები ყოველ წელს არიან გამოცდებზე, თუმცა დამოუკიდებლად მომზადება რთულია. პირადად მე, მთელი წელი ვემზადებოდი ყველა ძირითად საგანში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება