სიახლეები
სიახლეები

გაიცანით აპლიკანტი, რომელიც გამოცდაზე ფეხშიშველა შევიდა - თამარი თავის ისტორიას გვიამბობს
18-07-2024
-
+


დღეს, გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ცენტრის ეზოში გოგონა გამოჩნდა, რომელიც სარეგისტრაციო სივრცისკენ ფეხშიშველა გარბოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ეს გახლავთ თამარ ოთანაძე, მაგისტრანტი.

მისი ფოტო etaloni.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა და რასაკვირველია, საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, თუ რატომ იყო გოგონა ფეხსაცმლის გარეშე - კონკიასავით.

გამოცდიდან უკვე წინდითა და ბახილებით გამოსულმა თამარმა etaloni.ge-სთან საზოგადოების კითვას უპასუხა და ისიც გაგვიმხილა, ახლა ფეხზე რაც მაცვია, ცენტრის თანამშრომლებმა მაჩუქესო. 

თამარ ოთანაძე ღამით მეგობართან დარჩენილა, ფეხსაცმელი გაურეცხავს, რაც „საბედისწერო“ აღმოჩნდა. სწორედ გამოცდაზე შესვლის წინ, ფეხსაცმელი გაწყდა, როგორც აპლიკანტი ამბობს, ნაწილებად დაიშალა; მაგრამ გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა.

„გუშინ საღამოს მეგობართან დავრჩი, სახლში წასვლა ვერ მოვახერხე. თან მქონდა მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი, რომელიც გავრეცხე და თურმე, გაფუჭებულა. დილით ჩავიცვი და საგამოცდო ცენტრთან რომ მოვედი, მაშინ მივხვდი, რომ გამძვრა და ნაწილებად დაიშალა. მომიწია, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში ჩამეყარა და ასე დავრჩი ფეხშიშველი“,- ღიმილით გვიამბობს თამარი, რომლის ისტორიაც ამით არ დასრულებულა, გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი ბახილების საშუალებით ამოვიცანით. თურმე, მისი მდგომარეობა საგამოცდო ცენტრის თანამშრომელმა მაშინ შენიშნა, როდესაც ჩანთას აბარებდა და წინდები აჩუქა.

„ნასკები“ ცენტრის თანამშრომელმა ბიჭმა მაჩუქა. ძალიან საყვარელი ადამიანები არიან, ბახილებიც მომცეს და ნერვული ფონი მაქსიმალურად შემიმსუბუქეს. სამაგისტრო გამოცდა ვწერე და კმაყოფილი ვარ”,- თქვა თამარ ოთანაძემ.

აღსანიშნავია, რომ ის გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა და ალბათ, ეს ამბავი როგორც ჩვენ, მასაც ძალიან დიდხანს ემახსოვრება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნულ სასწავლო გეგმაში პუნქტობრივად არის გაწერილი კლასისა და საფეხურის დაძლევის წინაპირობები

ცვლილება ადგილობრივი სკოლების კურსდამთვრებულებს, ასევე პირველი კურსის სტუდენტებს ეხება

ვის ეკრძალება ბაღის დირექტორობა - 4 მთავარი პირობა

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში 1-ელი ივლიდან შევა

საბჭოს რეკომენდაცით დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი 

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„რკალისებრი, სხივებით შევსებული მზე და მის ფონზე გადაშლილი წიგნი ქარიატის საჯარო სკოლის გერბის მთავარი ატრიბუტებია, რომელიც განათლების სიმბოლოა“
 
საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

სიახლეები
საზოგადოება