სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
01-07-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული სასწავლო პროცესი.  მათ შორის მოწაფეები მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში. 

მათ შორის მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო პროექტში - „კეთილდღეობა სკოლაში“, რომელიც წარმატებით დასრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები: მარიამ ზაალიშვილი, გვანცა კენჭოშვილი, ბარბარე ლეფსვერიძე, ანი კოზმანიშვილი და მოქალაქეობის პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლეებისთვის მრავალი აქტივობით გაჯერებული პროექტი მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

მე-8 კლასელებმა შექმნეს ავატარი, პროექტის ლოგოსა და პლაკატებზე იმუშავეს წყვილებში, ამოხსნეს თავსატეხი, რამაც პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო სახალისო გახადა. 

საინტერესი იყო აქტივობა -  იყავი კეთილი - გააკეთე სიკეთე, სადაც მოსწავლეებმა ერთი ლამაზი დღე აჩუქეს თანატოლებს, მათ მშობლებს.

აქტივობის -  ვიზიტი ექიმთან - ფარგლებში, თელავის N5 საჯარო სკოლის საყვარელ და ყურადღებიან ექთანს შეხვდნენ მოსწავლეები და ესაუბრნენ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე. მოსწავლეები მას არაჩვეულებრივი რჩევებისა და პრაქტიკული მაგალითებისთვის მადლობას უხდიან. 

მოეწყო ღონისძიება - სპორტული დღე სკოლაში და სპორტი ჩვენს ცხოვრებაში - რომლის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა გააცოცხლა და აღაფრთოვანა მოსწავლეები.

მოწაფეებმა ასევე აღნიშნეს უსაფრთხო ინტერნეტის დღე, პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს ელექტრონული ბარათებით მიულოცეს ახალი წელი და 9 მაისი, და მათი გამაერთიანებელი პლატფორმის eTwinning-ის დაბადების დღე. ასევე, გაეცნენ ადამიანისა და ბავშვთა უფლებებს.

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი ონლაინ შეხვედრა. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს გაეცნენ, გაცვალეს აზრები და იდეები, ისაუბრეს პროექტის გამორჩეულ აქტივობებზე. პროექტის დასასრულს კი მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საერთასორისო პროექტის ავტორები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილიდა მისი თურქი კოლეგა გულიზარ სერტ დულეკი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება