სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 საჯარო სკოლის ღონისძიებას საქართველოსთვის თავგანწირული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ
06-06-2018
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებას საქართველოსთვის თავგანწირული გმირების გიორგი ანწუხელიძის, იმედა კახნიაშვილის და ილია ბაბუციძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. 

„სკოლაში ყველაზე საპატიო სტუმრები გვყავდა, ჩვენი დროის საამაყო გმირების, გიორგი ანწუხელიძის, იმედა კახნიაშვილის და ილია ბაბუციძის ოჯახის წევრები. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური, ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. ვისთვის უნდა გაგვეთბო ამ დღეს გული, ვის უნდა მოვფერებოდით, ვინ უნდა გაგვემხნევებინა, ვისთვის უნდა გვეგრძნობინებინა, რომ პატივს ვცემთ და ვაცნობიერებთ ერის ღირსებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მათი ოჯახების მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლს, თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების დედებისთვის, შვილებისა და მეუღლეებისთვის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოგვიწია მათი მოუშუშებელი ჭრილობების გაახლება, მაგრამ გამოჩენილმა ყურადღებამ ისინი ძალიან გაახარა. მათი მადლიერი სახეები ჩვენი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის უდიდესი ჯილდო იყო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლა სტუმრებს დაფასებისთვის, მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობისთვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა პედაგოგებს დალი ოქროიძეს, ნინო ზარიძეს და ნანა ზურაბაშვილს გაწული ფასდაუდებელი შრომისა და ჩვენი მოსწავლეების სულიერ აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები სრულად

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება