სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო კონფერენციაში
25-06-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა და კონკურსში ერთვებოდნენ, სადაც წარმატებას აღწევდნენ.

მათ შორისაა სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელია, რომელიც  პლატფორმა Teachers Community Georgia-ს ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - The next generation for sustainable development წარმატებით მონაწილეობდა.

მან, კონფერენციაზე პრეზენტაცია  „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით წარადგინა. მოსწავლემ ისაუბრა ნაწარმოების შინაარსზე, აფორიზმებსა და შოთა რუსთაველის შესახებ.

დავითის მასწავლებელი გახლავთ იზოლდა დანელია, რომელსაც მოსწავლემ მხარდაჭერისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი ინგლისური ენის მასწავლებელს - იზოლდა დანელიას გაწეული ამაგისთვის. რომ არა ის, მე დღეს არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. სწორედ რომ ის იყო ინიციატორი, დავსწრებოდი მსგავს კონფერენციებს, რამაც განაპირობა ჩემი ჩართულობა მსგავს აქტივობებში“, - ამბობს მოსწავლე.

მე-11 კლასელი ასევე მადლობას უხდის პლატფორმის დამფუძნებელს - ინგა ხარჩილავას მიწვევისთვის, დახმარებისა და გამხნევებისთვის.

პედაგოგი იზოლდა დანელია აღნიშნავს, რომ „ასეთი მოსწავლეებისთვის ნამდვილად ღირს ღამეების გათენება და უსასყიდლოდაც მუშაობა“.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს და მის მასწავლებელს ამ წარმატებას ულოცავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება