სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ექსკურსია კახეთში - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ულამაზეს მხარეს სტუმრობდნენ
24-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ინიციატივით, 2023-24 სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ექსკურსია მოეწყო.

მოსწავლეები  საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს - კახეთს სტუმრობდნენ. 

სკოლაში აღინიშნა, რომ რადგან ექსკურსია ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად, ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ მუზეუმში ქცევის, მოსმენის, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაგების, უნარ-ჩვევები, პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, ასეთი შემეცნებითი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ცოდნათა ურთიერთდაკავშირებისა და ორგანიზებისათვის, რადგან მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში თუ სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას.

აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის მონაწილეები წინანდალში ესტუმრნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, რათა რომანტიკოსთა შემოქმედების შესწავლისას მოსწავლეებს უკვე გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ სალონზე, იმ გენიალურ ადამიანებზე, რომლებიც აქ იკრიბებოდნენ.

საკოლო საზოგადოება ასევე ეწვია ბოდბეს, ალავერდს, გრემს, იყალთოს, ნეკრესს და გაეცნო მონასტრების ისტორიას.

„მოსწავლეები,  მშობლები, მასწავლებლები დიდი ემოციითა და ინტერესით დავაბიჯებდით ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხის მიწაზე, ეს იყო ნამდვილად დაუვიწყარი, შემეცნებითი, შინაარსიანი მოგზაურობა, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს გაუძლიერდათ სიყვარული და პატივისცემა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, გააცნობიერეს, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ.

რაც მთავარია, იყო სიყვარული, სითბო, ღიმილი, მხიარულება, იდეალური ურთიერთდამოკიდებულება, საუკეთესო შთაბეჭდილებები, რომლებიც დიდხანს გაგვყვება სულიერ საზრდოდ“, - ასე შეაფასა ექსკურსია მე-9ა კლასის დამრიგებელმა - დოდო ხაჩიძემ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება