სიახლეები
სკოლები

„ART-ანაბასისი“ - მოსწავლეთა შთამბეჭდავი ნახატების გამოფენა კერძო სკოლა „ანაბასისში“
24-06-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასწავლო წელი საინტერესო, შემოქმედებითი და მრავალფეროვანი ინიციატივებით იყო გაჯერებული, ამის კარგი მაგალითია შთამბეჭდავი გამოფენა, სახელწოდებით - „ART-ანაბასისი“. 

გამოფენა ხელოვნების პედაგოგის, ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით მოეწყო.

რიგორც სკოლაში აღნიშნავენ, „სიყვარული + შთაგონება + კომპეტენტურობა+ შორსმხედველობა = თანამედროვე მასწავლებელი“, - სწორედ ასეთია ნანა გიორგაძე, პედაგოგი, რომელიც ნამდვილად არის თანამედროვე მასწავლებლის ნათელი მაგალითი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა არა მარტო სიღრმისეულად იცის და უყვარს თავის საგანი, არამედ შეუძლია აღმოაჩინოს, გამოავლინოს და განავითაროს ის თვისებები, რომლებიც მოსწავლეთა  შემოქმედებითი აზროვნების საფუძველში დევს ჩანასახის სახით. იგი არის სიახლის მაძიებელი, ორიგინალური, შემოქმედი პედაგოგი. მუდმივად ზრუნავს გამოიწვიოს მოსწავლეები, წაახალისოს - თამამად წარმოაჩინონ თავიანთი უნარები.

პედაგოგის ამ მისწრაფებების გამო, გამოფენა შთამბეჭდავი, ექსპონანტებით სავსე და მრავალფეროვანი გამოვიდა.

პედაგოგი თვლის, რომ: „ხელოვნებას უდიდესი ძალა აქვს, მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც კონკრეტულ ადამიანზე, ისე მთელ საზოგადოებაზე. ეს მისი ბუნებრივი უნარია. ხელოვნება ადამიანისთვის იქმნება და თავისი მშვენიერებითა და ჰარმონიულობით სიამოვნებას ანიჭებს მნახველს. ადამიანი, რომელიც ეზიარება ხელოვნებას, მუდმივი შინაგანი განვითარების პროცესშია.  ამ გზას გავდივართ მაშინ, როდესაც ვსწავლობთ და ვიაზრებთ ხელოვნების ნიმუშს და მაშინაც, როდესაც თავად ვქმნით მას“. 

ანაბასისის“ მოსწავლეებმა ხელოვნების თეორიულ შესწავლასთან ერთად, თავად შექმნეს ნამუშევრები და სრულიად ახლებურად დაანახეს სასკოლო საზოგადოებას, თუნდაც მათთვის უკვე ცნობილი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც მათი შთაგონების წყარო გახდა.

გამოფენაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები: პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი და ა.შ. რეალისტურ, კუბისტურ, იმპრესიონისტულ, ნეოიმპრესიონისტულ სტილში.

მოსწავლეებმა, სახვითი ხელოვნების ხერხებითა და პრინციპებით გამოხატეს თავიანთი ჩანაფიქრი და ასე მიიტანეს მნახველამდე, რომელიც ემოციურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში აქტიურად მონაწილეობდნენ V-XII კლასის მოსწავლეები. ისინი ხალისით საუბრობენ მათ მიერ შექმნილ ნახატებზე: ნუკი ფერაძე- VI კლასის მოსწავლე აღნიშნავს: „მე დავხატე ნახატი პუანტილიზმში, რომელიც წერტილებით ხატვას ნიშნავს. ამ სტილში მხატვრები ჟორჟ სერა და პოლ სინიაკი მუშაობდნენ XIX  საუკუნის II ნახევრში. თემა ჩემია, სტილი ნეოიმპრესიონისტების“. 

ნინო მაღლაკელიძე, VI კლასის მოსწავლე კი, ყვება - „ჩვენ თეორიულ მასალასთან ერთად ნახატებზეც ვმუშაობთ, ერთ-ერთი თეორიული მასალა იყო სილუეტებტან დაკავშირებით, და მე შევქმენი არქიტექტურული ტაძრის სილუეტი, ნახატში ფონად გამოვიყენე თბილი ფერების გრადაცია და კონტრასტულად დავაკავშირე იგი ტაძრის სილუეტთან“. 

„მინდოდა განსხვავებული ნახატი შემექმნა, ჩავრთე ჩემი ფანტაზია, შევიტანე ბევრი კაშკაშა ფერი, ისეთი, რომელიც შესაძლოა ნამდვილ ცხოვრებაში არ იყოს, ეს იმიტომ გავაკეთე რომ დაინტერესდეს მნახველი და მიიზადოს ნახატმა. მინდა, რომ მიხვდეს საზოგადოება, რომ ეს ჩემი საკუთარი სტილი და ტექსტურაა. ჩემი აზრით კარგი ნახატი გამომივიდა“, - აღნიშნავს მარიამ როინიშვილი VIბ კლასის მოსწავლე. 

VI კლასის მოსწავლე ნატალი კუპატაძე კი აღნიშნავს: „მე შევეცადე დამეხატა XVII საუკუნის ცნობილი მხატვრის იან ვერმეერის ნახატი, გოგონა მარგალიტის საყურით. საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამომივიდა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენა შთამბეჭდავი იყო და ბევრი მნახველი ჰყავდა. მოსწავლეები, მშობლები, საზოგადოების  წარმომადგენლები, რომლებიც  თავიანთ შეფასებებს შთაბეჭდილების წიგნში ათავსებდნენ.

„დიდი მადლობა ქალბატონ ნანა გიორგაძეს და მის მოსწავლეებს, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს საგამოფენო ექსპონატების მომზადებაში, სულ 80-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენა ნამდვილი დღესასწაული იყო, მასში ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება“, - ასე აფასებენ სკოლაში გამოფენას და მადლობას უხდიან ორგანიზატორ პედაგოგს. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

„64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული...“

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება