| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N10 საჯარო სკოლის საქმიანობა, ეფექტური, ინოვაციური და საინტერესო ინიციატივებით არის გაჯერებული, სასკოლო საზოგადოება კი მუდმივად სიახლეებისა და განვითარებისკენ მიისწრაფვის.
ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“, რომელიც თბილისის N10 საჯარო სკოლამ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 18 ივნისს ჩატარდა და მეტად საინტერესოდ წარიმართა.
კონფერენციას თბილისის N10 საჯარო სკოლამ უმასპინძლა და მასში სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდანენ. მონაწილეებმა არაერთ საინტერესო თემაზე წარადგინეს მოხსენებები, საკითხები კი შეეხებოდა ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების როლის გაიზრდას.
კონფერენციის მიზანი გახლდათ ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების როლის ხელშეწყობა, არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირებით საუკეთესო პრაქტიკის გააზრება.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის შესახებ ტელევიზიამ მომაზადა სიუჟეტი, რომელსაც სკოლა გვიზიარებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში