| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად დაასრულეს.
მოსწავლეები, ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. ვაჟა ფშაველას ეზო-კარში წაკითხული „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად შესრულებული სახალისო აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
უჩვეულო ემოციები და ამაღლებული განწყობა მოსწავლეებს კიდევ დიდხანს გაჰყვებათ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-5 კლასელები უკვე საოცრად მოტივირებულები ელიან ახალ სასწავლო წელს.
ეს კი დიდწილად კლასის დამრიგებლის თ. გივიშვილის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ. მოსიაშვილის დამსახურებაა, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი წარმტაც საგანმანათლებლო თავგადასავლებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში