| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ როგორც ამავე, ასევე ორლოვკის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები.
აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასელებთან ერთად, ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-3 კლასის მოსწავლეებიც.
ასევე აქტივობებში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები. მათ შვილებთან ერთად შეასრულეს დედაშვილობაზე სიმღერა.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო. მათ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს უსურვეს წარმატებები.
„მადლობა გაწეული შრომისათვის მასწავლებელ მაია ჭელიძე-ბოლქვაძესა და დამირეგებელ მადონა გობაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...