| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში პირველი კლასის ზეიმი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი მადონა დეკანაძე.
ღონისძიებაზე მოსწვლეებმა გოგა კახაძემ, ჰიქმათ გარაევმა, ლილე ქალდანმა და საქინა გასანოვამ გაითამაშეს როლები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით და წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები ქართულ და ინგლისურ ენაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კლასში სწავლობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ორი მოსწავლე, რომლებიც წლის დასაწყისში ვერ საუბრობდნენ ქართულ ენაზე, მათ ღონისძიებაზე მაქსიმალურად გამოაჩინეს თავიანთი მხატვრული, თეატრალური და ვოკალური შესაძლებლობები.
„აქ გამოჩნდა მასწავლებლის დაუზოგავი შრომა, რომლის დამსახურებით მოსწავლეებმა არამარტო დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, არამედ მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომრომლობის, გუნდური მუშაობის უნარები და მეგობრული ურთიერთობები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა ნონა ხმალაძემ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო