| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეშეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისადმი მიძღვნილი „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკატერინე ბუქურის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელშიც X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლით გააცილეს მეთორმეტეკლასელები მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ანი ბუჩუკურმა და მარიტა მოთიაშვილმა.
მათ გამოსვლას დიდი ოვაციები და ტაში ხვდა წილად.
„მინდა მივულოცო ჩვენს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება და გზა დავულოცო, ვუსურვო ლამაზი ხვალინდელი დღე და წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მალე მათთვის სტუდენტობა მიგველოცოს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთი ლამაზი საღამოსთვის“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მარინა ქარუმიძემ.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა