TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეს შეუძლია სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს მიმართოთს - რა უფლებები აქვთ ბავშვებს სკოლაში
07-06-2024
-
+


სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ. ამიტომ, აუცილებელია, სკოლაში ყველა ბავშვისთვის იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო. გახსოვდეს, რომ როგორც ყველგან, ისე სკოლაშიც გაქვს უფლებები. 

შესაძლოა, სკოლაში იგრძნო, რომ შენს უფლებებს არღვევენ შენი თანატოლები, უფროსკლასელები, მასწავლებლები ან სხვა ადამიანები. თუ მიგაჩნია, რომ სკოლაში დაირღვა შენი უფლებები, მაგალითად:

● ზრდასრულებმა შენი სურვილის, აზრის გაუთვალისწინებლად მიიღეს გადაწყვეტილება შენ შესახებ;

● გახდი ჩაგვრის, ბულინგის მსხვერპლი;

● განსხვავებულად გექცევიან შენი საცხოვრებელი ადგილის, სასაუბრო ენის, შენი რელიგიის, რაიმე მოსაზრების ან სხვა მიზეზის გამო.

ასეთ დროს, შეგიძლია, მიმართო საგნის მასწავლებელს, დამრიგებელს, მანდატურს, სკოლის დირექტორს, მოუყვე მათ შენი წუხილი და მოითხოვო შენი უფლებების დაცვა.

იხილეთ, ბავშვთა  უფლებების შესახებ არსებული დოკუმენტი

გახსოვდეს, რომ თუ ფიქრობ, რომ სკოლაში შენი უფლებები დაირღვა, შეგიძლია, მიმართო სკოლის დისციპლინურ კომიტეტს.

სკოლაში არსებობს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ჯგუფს დისციპლინური კომიტეტი ჰქვია.

კომიტეტი შეისწავლის, დაარღვიეს თუ არა მოსწავლემ, მასწავლებელმა ან სკოლაში მომუშავე სხვა ადამიანმა სკოლის წესები. ბავშვები ხშირად ამ კომიტეტს პატარა სასამართლოსაც უწოდებენ. თუ გინდა, იცოდე, როგორ მუშაობს დისციპლინური კომიტეტი, შეგიძლია, გაეცნო შენი სკოლის შინაგანაწესს. შინაგანაწესში წერია მოსწავლეების, მასწავლებლების და დირექტორის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ის სკოლაში, ყველასთვის ნაცნობ ადგილას უნდა იყოს გამოკრული, ისე, რომ ყველას მარტივად შეეძლოს მისი გაცნობა. ასევე, შეგიძლია, მოითხოვო შინაგანაწესის გადმოცემა და სკოლა ვალდებულია, ის გადმოგცეს. 

საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა სახალხო დამცველის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება