სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის N2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო სემინარი ჩატარდა
23-05-2024
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და აქტიურობით გამოირჩევიან.

მიმდინარე წლის 22 მაისს, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის სამეცნიერო სემინარი ჩატარდა, რომელიც დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი რკინის სადნობი ქურების გადარჩენას, მუზეუმის მშენებლობასა და მის პოპულარიზაციას ეხებოდა.

სემინარს ფილოსოფოსი, მეცნიერი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და საქველმოქმედო ფონდის - „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ დამფუძნებელი, ამავე სკოლის კურსდამთავრებული - ნიაზ ბოლქვაძე უძღვებოდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომხსენებელმა, თანაგუნდელებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილა ის საინტერესო თემები, რომელიც ძველი კოლხ-იბერიელთა მიერ რკინის გამოდნობის საიდუმლოებებს ეხება და რომელიც საუკუნეების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და მზის სინათლე არ უნახავს.

აღსანიშნავია, რომ  სკოლასა და საქველმოქმედო ფონდს შორის გაფორმდა მემორანდუმი, შემდგომი თანამშრომლობისათვის. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნიაზ ბოლქვაძესა და მის გუნდს საინტერესო სემინარის ჩატარებისათვის და სკოლის პროექტში ჩართულობის შესაძლებლობისთვის. 

„ჩვენგან დაიწყება საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი  ნათელი ფურცელი.

სემინარზე ისაუბრეს, რომ რკინის სადნობი ქურები აღმოჩენილია კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ - რამდენიმე ხეობაში, მათგან ერთ-ერთი ჩვენს რეგიონშია და რომლის გადასარჩენად დაიწყო მუზეუმის მშენებლობა; აქვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველო, როგორც რკინის მწარმოებლი უძველესი ქვეყანა - მალე იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში მოხვდება და ეს ობიექტი ტურისტულ სანახაობათა სიას შეემატება. იქნებ, ჩვენგანაც დაიწყოს საქართველოს ისტორიის ერთი ნათელი ფურცელი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება