სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
23-05-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ სულისკვეთებას უღვიძებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა ისტორიულ მოვლენასა და თარიღს აქტივობები ეძღვნება.

გამონაკლისი 9 აპრილიც არ ყოფილა. მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნულ თემას საინტერესო პროექტი მიუძღვნეს.

პროექტის სლოგანი იყო - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ბავშვებმა, ასევე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაამზადეს „ტიტების გულსაბნევები“. მათ, ასევე გააკეთეს პლაკატები, კედლის გაზეთები, პრეზენტაციები.

ბავშვებმა ტრაგედიის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა მოიძიეს და თანატოლებს წარუდგინეს გმირების უკვდავსაყოფად.

მოსწავლეებმა ასევე, აღნიშნულ დღეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას ლექსები, სიმღერები - „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“ მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება